fbpx
სოციალური მედია

როგორ დამეხმარა სოციალური მედიის კურსი პროფესიულ განვითარებაში?

თარიღი: 27 May, 2021

,,აღნიშნული კურსის წარჩინებით დასრულების შემდეგ, თავისუფლად ვუძღვები ორგანიზაციებისა და კომპანიების მნიშვნელოვან სტრატეგიულ კამპანიებს, ვქმნი კონტენტს, ვმართავ Facebook Business Manager-ს , Ads Manager, ვაკეთებთ ყოველთვიურ ანალიტიკას და ა.შ”

დღეს ლიზი ერქომაიშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ლიზი, ელიზავეტა, ერქომაიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ციფრულ მედია მარკეტინგს.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

წლების წინ, როცა პირველად დავინტერესდი ჩემი ამჟამინდელი საქმიანობით, ცოდნის გაღრმავება დავიწყე. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო მსგავსი მიმართულების სასწავლო ცენტრები საქართველოში, ამიტომ ვცდილობდი სხვადასხვა ციფრული პლატფორმების მეშვეობით ელემენტარული საბაზისო ცოდნა მიმეღო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

ორი წლის წინ გამიმართლა და აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელიც ზუსტად იმას მთავაზობდა, რითაც წლების განმავლობაში ვიყავი დაინტერესებული.

კურსები იმდენად შთამბეჭდავი იყო, მინდოდა ყველა ერთად გამევლო, მიუხედავად იმისა, იმ კონკრეტულ მომენტში მჭირდებოდა თუ არა. ამას დაემატა აკადემიის ლექტორები, რომელთა გამოცდილების და მიღწევების შესახებ ბევრი ვიცოდი, ასე მოვხდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-კურსი, რომელიც გავიარე…

პირველად გავიარე სოციალური მედიის კურსი, შემდეგ Search Engine Marketing Course. ჩემი სამსახურის სოციალური მედიის პლატფორმებისა და ვებ გვერდის მართვის საკითხებში აკადემიაში შეძენილი ცოდნა ძალიან მეხმარება.

-ამჟამად ვმუშაობ..

აღნიშნული კურსის წარჩინებით დასრულების შემდეგ, თავისუფლად ვუძღვები ორგანიზაციებისა და კომპანიების მნიშვნელოვან სტრატეგიულ კამპანიებს, ვქმნი კონტენტს, ვმართავ Facebook Business Manager-ს , Ads Manager, ვაკეთებთ ყოველთვიურ ანალიტიკას და ა.შ

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

იყო ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული, ეს ნიშნავს სწორედ იმ როლს, რაც ორგანიზაციებთან მეხმარება ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის დამტკიცებაში. აკადემიის დასრულების შემდეგ, გამიჩნდა დიდი მოტივაცია. ამჟამად ვმუშაობ სწორედ ამ მიმართულებით. მინდა, რომ გავხდე სოციალური მედიის ლექტორი, ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება ჩემთვის.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი…

ჩვენ, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში და ეს ნიშნავს იმას, რომ დღითი დღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სოციალური მედია.  თუ შენ გაქვს გადაწყვეტილი იყო კარგი სოციალური მედიის მენეჯერი, იყო დასაქმებული მნიშვნელოვან ორგანიზაციებში, იყო ძლიერი კონტენტ მენეჯერი და ეფექტურად შეხვდე ყველა თანამედროვე გამოწვევას, მაშინ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სოციალური მედიის კურსი შენთვის არის.