fbpx
HR-ის კურსი

როგორ დაიწყო ჩემი კარიერა HR სამყაროში? – ანამარია თუშიშვილი

თარიღი: 2 June, 2023

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის – ანამარია თუშიშვილის ამბავს. ანამარიამ ადამიანური რესურსების მართვის კურსი გაიარა, შედეგად კავკასიის უნივერსიტეტში დასაქმდა.

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით?

ვარ საკმაოდ მიზანდასახული. დიდ ყურადღებას ვუთმობ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მეხმარება კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

რამდენიმე ჩემმა ახლობელმა გაიარა კურსი აკადემიაში და მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, მეც დავინტერესდი.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

გავიარე ადამიანური რესურსების მართვის კურსი, გვყავდა ძალიან კარგი მენტორი, რომელმაც სამართლებრივი და ასევე პრაქტიკული კუთხით უკეთესად გამაცნო HR საქმიანობის შესახებ.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

კავკასიის უნივერსიტეტში, HR მენეჯერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

კურსის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, უმეტესწილად ყველაფერი საკუთარ თავში რწმენასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. საგანმანათლებლო დაწესებულებაც მიზანმიმართულად შევარჩიე, რადგან ამ მიმართულებით ვხედავ საკუთარ თავს. 

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი გაიღრმაონ ცოდნა, გაიარონ პრაქტიკა და ეცადონ, რომ გაიქრონ კონკურენციის შიში.