როგორ დაიწყო ჩემი კარიერა HR სამყაროში? – ანამარია თუშიშვილი
თარიღი: 2 June, 2023
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის – ანამარია თუშიშვილის ამბავს. ანამარიამ ადამიანური რესურსების მართვის კურსი გაიარა, შედეგად კავკასიის უნივერსიტეტში დასაქმდა.
-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით?
ვარ საკმაოდ მიზანდასახული. დიდ ყურადღებას ვუთმობ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მეხმარება კარგი განწყობის შენარჩუნებაში.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
რამდენიმე ჩემმა ახლობელმა გაიარა კურსი აკადემიაში და მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, მეც დავინტერესდი.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
გავიარე ადამიანური რესურსების მართვის კურსი, გვყავდა ძალიან კარგი მენტორი, რომელმაც სამართლებრივი და ასევე პრაქტიკული კუთხით უკეთესად გამაცნო HR საქმიანობის შესახებ.
-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
კავკასიის უნივერსიტეტში, HR მენეჯერად.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
კურსის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, უმეტესწილად ყველაფერი საკუთარ თავში რწმენასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. საგანმანათლებლო დაწესებულებაც მიზანმიმართულად შევარჩიე, რადგან ამ მიმართულებით ვხედავ საკუთარ თავს.
-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
ვურჩევდი გაიღრმაონ ცოდნა, გაიარონ პრაქტიკა და ეცადონ, რომ გაიქრონ კონკურენციის შიში.