fbpx
დასაქმება

როგორ დაიწყო ჩემი კარიერა HR-ის კურსის შემდეგ – თამარ ტერტერაშვილი

თარიღი: 24 May, 2023

მოგესალმებით, მე ვარ თამარ ტერტერაშვილი, 23 წლის. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული სახის პრაქტიკების შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა უფრო მეტად ცოცხალი და თავისუფალი  სფერო, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას გამომეხატა საკუთარი ინტერესები, იდეები და სამუშაო პროცესით მიმეღო სიამოვნება.
დიდი ხნის მანძილზე ვადევნებდი თვალს თქვენს გვერდს, ვაგროვებდი ინფორმაციას, ვკითხულობდი რეკომენდაციებს. საბოლოოდ, გადავწყვიტე შემეძინა ონლაინ კურსი და სამსახურის პარალელურად მიმეღო ცოდნა საკმაოდ კვალიფიციურ მენტორთან.

ქ. კესო სუმბაძესთან გავიარე ადამიანური რესურსების მართვის კურსი და პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ ეს იყო ის სფერო და ადგილი, საიდანაც მე უნდა დამეწყო  ჩემი მომავალი კარიერა. 

ამ კურსმა მომცა უდიდესი მოტივაცია. დაწვრილებით შევისწავლე ყველა ის ძირითადი პროცესი და კომპონენტი, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

ამჟამად დასაქმებული ვარ Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში, People operations coordinator-ის პოზიციაზე  და მოხარული ვარ რომ, თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა უშუალოდ პრაქტიკაში მომეცა, კვალიფიციურ და მეგობრულ გუნდთან ერთად.

კურსი დამეხმარა, ამერჩია სწორი მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გრძელვადიანი, საკმაოდ დატვირთული იყო საინტერესო ქეისებითა და ინფორმაციით. ლექციების განმავლობაში ვიღებდი უდიდეს სიამოვნებას. მინდოდა, რომ ყველა თანამედროვე მიდგომა და ტენდენცია სწრაფად მოსულიყო ჩემამდე. 

როდესაც კურსი არის დისტანციური, მენტორს ამ მომენტში განსაკუთრებული როლი აქვს და ამაშიც ძალიან გამიმართლა, რომ ქ. კესოსთან მომიწია ამ გზის გავლა, ამიტომ მინდა გამოვიყენო შანსი და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა გაწეული შრომისთვის, იმ დადებითი ენერგიისა და ენთუზიაზმისთვის, რასაც ნამდვილად არ იშურებდა.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი არასოდეს გაჩერდნენ, მუდმივად ეცადონ განავითარონ საკუთარი უნარები და მზად იყვნენ თუნდაც რთული, მათთვის უცხო გამოწვევებისთვის. აღნიშნული კურსი, ჩემთვის ნამდვილად იქცა გამოწვევად და მომავლის გზად!