fbpx
ციფრული მარკეტინგი

როგორ დაიწყო ჩემი კარიერა ციფრულ სამყაროში?

თარიღი: 27 April, 2023

თითქმის 15 წლიანი კარიერის შემდეგ გადავწყვიტე რადიკალურად შემეცვალა პროფესია და მეპოვა ის, რაც ნამდვილად ჩემეული იქნებოდა. ამასთან მოერგებოდა ჩემს პირობებს, რადგანაც ხშირად მიწევს საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა.

1 წლის წინ, ონლაინ სივრცეში მოვიძიე ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსების შესახებ. გავეცანი მომხმარებელთა შეფასებებს და არჩევანი შევაჩერე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე. ძალიან გამიმართლა, როდესაც ისეთი პროფესიონალი შემხვდა მენტორად, როგორიც გიორგი კალანდიაა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი ინტერესი ციფრული სფეროს მიმართ და გადავწყვიტე WordPress დეველოპმენტიც შემესწავლა. ამ შემთხვევაშიც მენტორი – ირაკლი ხიზანიშვილი, თავისი საქმის პროფესიონალი მასწავლიდა.

გავიარე ციფრული მარკეტინგის და WordPress & E-commerce დეველოპმენტის კურსი. ორივე კურსმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, გამხადა მეტად თავდაჯერებული. ასევე, მომცა საშუალება, ჩემზე მორგებული პირობებით მიმეღო დასაქმების შემოთავაზება, საქართველოსა და თურქეთში (რადგან, ამ ორ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება).

ამჟამად ვმუშაობ “სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის” – WordPress დეველოპერის და სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ილიაუნის კიბერლაბორატორია – უნილაბი – პროფესიული აქსელერაციის პროგრამით – WorPress დეველოპერის პოზიციაზე და სხვა მცირე პროექტებზე.

ასევე, ვმუშაობ როგორც –  Freelancer – თურქულ კომპანიებთან.

მიღებული პრაქტიკული ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონია მანამდე სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში, საკმარისი აღმოჩნდა, რომ დავსაქმებულიყავი.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს პირველი, ვულოცავ, რომ აირჩიეს პერსპექტიული და პრესტიჟული პროფესია. როდესაც ჯერი კურსის არჩევაზეა, ინტერნეტ სივრცეში აუცილებლად შეარჩიონ საუკეთესო, ისეთი, როგორიცაა ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ყურადღებით გაეცნონ სილაბუსებს, გაეცნონ სწავლების პროცესს, რამდენად მისაღებია მათთვის კურსის მიმდინარეობის პროცესი. 

აუცილებლად მოიძიონ ყოფილი კურსდამთავრებულების შეფასებები. არასდროს შეწყვიტონ განვითარება, რადგან ეს სფერო ცოცხალი ორგანიზმივითაა, მუდმივ განვითარებას და ცვლილებას განიცდის, ამ გზაზე კი ციფრული ინდუსტრიის აკადემია ზუსტად ის საყრდენია, რომელიც მომავლის პროფესიების დაუფლებისას მუდმივად ჩვენს გვერდითაა ბევრი სიახლითა და პროფესიონალი გუნდით.