როგორ დაიწყო ჩემი კარიერა ციფრულ მარკეტინგში ? – ნათია დოლიძე
თარიღი: 11 May, 2023
როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ციფრული ინდუსტრია მაინტერესებდა, გადავწყვიტე, მეპოვა აკადემია, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარებოდა.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრძელვადიანი ძიებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მოვხვდი.
თავდაპირველად, ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარე. მეორე სასურველი კურსიც, SEO/SEM- ის მიმართულებით, მენტორების მიდგომისა და სწავლების პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, აკადემიაში ავირჩიე.
ვფიქრობ, კურსდამთავრებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მენტორები სწავლების პროცესის დასრულების შემდეგაც მუდამ მზად არიან დახმარებისა და რეკომენდაციებისთვის.
პირველი კურსის დასრულებისთანავე მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ციფრულ სააგენტოში, ჯუნიორ ედვერთაიზერის პოზიციაზე. ამჟამად, ვმუშაობ Bene Creative-ის მარკეტინგის გუნდში, ციფრული ედვერთაიზერის პოზიციაზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევაა.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს, უპირველესად, წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი რჩევაა, რომ არასოდეს შეწყვიტონ სწავლა. ციფრული მარკეტინგი მუდმივად ვითარდება და მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვქონდეს ინფორმაცია ახალი ტენდენციების, ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების შესახებ.