fbpx
სოციალური მედია

როგორ დაიწყო ჩემი კარიერა მარკეტინგში ? – მეგი ცაბაძე

თარიღი: 29 June, 2023

დღეს მეგი ცაბაძის ამბავი უნდა გაგიზიაროთ, რომელმაც ჩვენთან სოციალური მედიისა და ქოფირაითინგის კურსები გაიარა. მეგი დღეს დეველოპერულ კომპანია “Oikos”-ში მუშაობს.

მე ვარ მეგი ცაბაძე. მაქვს სურვილი, რომ განვვითარდე იმ სფეროში, რომელიც მიყვარს და ჩემთვის საინტერესოა. კონკრეტულად, ციფრულ მარკეტინგში. ამ მიზნით მინდა შევისწავლო შესაბამისი კურსები ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. მაქვს მუშაობის გარკვეული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებში. მსურს ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმაო.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსების შესახებ მიამბო იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, სადაც ამჟამად ვარ დასაქმებული. მირჩია, რომ გამევლო სოციალური მედიის კურსი, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩემს პროფესიონალურ ზრდას. ამით მე დავეხმარებოდი კომპანიას აუდიტორიასთან კომუნიკაციაში.

პირველი იყო სოციალური მედიის კურსი მარიამ ჭყონიასთან, რომელმაც ჩემი საქმე კიდევ უფრო შემაყვარა. შემდეგი იყო ქოფირაითინგი. ამჟამად გავდივარ გრაფიკული დიზაინის კურსს, რომელიც ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი სურვილი, გავაგრძელო სწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

სოციალური მედიის კურსის დამთავრების შემდეგ მივიღე საინტერესო შემოთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან.

ამჟამად ვარ დასაქმებული მზარდ დეველოპერულ კომპანია “Oikos”-ში, რომელსაც აქვს შორს მიმავალი გეგმები. Oikos-ი არის პირველი კომპანია, რომელიც მუშაობს მხოლოდ მიწის ნაკვეთების და კომერციული ფართების გაყიდვის მიმართულებით.

ეს არის მომავლის პროფესია, რომელსაც უნდა დაეუფლოს ის ადამიანი, ვისაც აქვს ამბიცია, რომ სამომავლოდ მისი დასახული მიზნები განხორციელდეს. ვფიქრობ, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლა საუკეთესო საფუძველია წარმატებული კარიერისთვის.