fbpx
დასაქმება

როგორ აღმოვჩნდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან ახალ პროფესიაში?

თარიღი: 8 April, 2021

 ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსმა ახალი პროფესიისკენ გამიხსნა გზა. პროგრამა რომ დავხურე უკვე ვიცოდი, ბევრი რამის გაკეთება შემეძლო.”

დღეს ანანო რაზმაძე მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-მე ვარ..

ანანო რაზმაძე, 25 წლის გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი კონტენტ კრეატორად, სადაც ჩემს მოვალეობებში ვიზუალური კონცეფციის მოფიქრებაც შედიოდა. სამუშაოს ეგ ნაწილი ყველაზე მეტად მომწონდა და გადავწყვიტე პროგრამები მესწავლა.

დაინტერესების პარალელურად გავიგე, რომ ჩემი კომპანიის არტ დირექტორი – ანა მამულაშვილი (დაო), ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში აპირებდა კურსის წაკითხვას.

აკადემიის Facebook გვერდი მანამდეც იქცევდა ჩემს ყურადღებას, დაო კიდევ რა გოგოც არის, საქმეში მყავდა ნანახი, ამიტომ სასწავლო პროგრამის შერჩევაზე ბევრი აღარ მიფიქრია.

-რომელი კურსი გავიარე..

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რაც ძალიან ეფექტური შესავალი გამოდგა ამ პროფესიაში. ვისწავლე პროგრამების ტექნიკური მხარე, ასევე დავიწყე ფიქრი, თუ რა არის ვიზუალური კომუნიკაცია, როგორ შეიძლება ისეთი დიზაინის შექმნა, სადაც მესიჯები სწორი თანამიმდევრობით და სიჩქარით მივა სამიზნე აუდიტორიამდე და თან ესთეტიკურიც იქნება.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

ქუიქი

ახლა სარეკლამო სააგენტო ,,ქუიქის” გრაფიკული დიზაინერი ვარ. ეს არის შედეგზე ორიენტირებული კომპანია, პროფესიონალი და ძაან ჯიგარი გუნდით. ჩვენი სტანდარტია, რომ სწრაფად ცვალებად ციფრული სამყაროს ფეხი ავუწყოთ და ყოველ ახალ გამოწვევას კრეატიული გადაჭრა მოვუძებნოთ.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსმა ახალი პროფესიისკენ გამიხსნა გზა. პროგრამა რომ დავხურე, უკვე ვიცოდი, ბევრი რამის გაკეთება შემეძლო.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ვისაც კონკრეტულად დიზაინი აინტერესებს, მათთვის ვიტყვი:

  1. რაც შეიძლება სწრაფად ისწავლე პროგრამები;
  2. დაიწყე ვარჯიში, შექმენი დღეში მინიმუმ 1 ვიზუალი;
  3. არ დაელოდო, როდის გექნება რთული და უშეცდომო ნამუშევრები, შექმენი პორტფოლიო;
  4. აქტიურად დაიწყე ვაკანსიების მოძიება და საკუთარი ნამუშევრების გაგზავნა;
  5. და ბოლოს, არ დათანხმდე პირველივე შემოთავაზებას. დაელოდე სამსახურს, სადაც შენი შრომის შესაბამისი ანაზღაურებაც გექნება და სწავლა-განვითარების შესაძლებლობაც.