რატომ არის საჭირო სოციალური მედიის მენეჯერი
თარიღი: 13 April, 2020
რატომ არის საჭირო სოციალური მედიის მენეჯერი?
სოციალური მედია კომუნიკაციის ტენდენციებს შორის ლიდერ პოზიციაზეა, ის უდიდეს გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე. კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია მომხმარებელთან კომუნიკაცია,კონტენტის სწორად შერჩევა და მენეჯმენტი.
გაეცანით, ხუთ მიზეზს თუ რატომ არის საჭირო სოციალური მედიის მენეჯერი:
მუშაობს ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე
სოციალური მედიის მენეჯერის მთავარი მიზანი ბრენდის ცნობადობის გაზრდაა. მისი მუშაობა მთლიანად აგებულია საინტერესო და თანმიმდევრული კონტენტის შექმნაზე. იმისათვის, რომ საზოგადოებაში თავისუფლად ხდებოდეს თქვენი ბრენდის იდენტიფიცირება საჭიროა სოციალურ მედიაზე აქტიური მუშაობა, დადებული პოსტების ანალიზი, აუდიტორიის გასაზრდელად სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვა. ყველა ამ საქმიანობას საკუთარი გამოცდილებით ერთი ადამიანი შეითავსებს და თქვენი რესურსიც გონივრულად დაიხარჯება.
ხელმძღვანელობს სტრატეგიით
უბრალო დასაქმებული სოციალური მედიის განვითარებას,როგორც დამატებით საქმეს ისე აღიქვამს,მისთვის ეს უბრალოდ ,,მძიმე ტვირთია”. მსგავსი მიდგომა კი ყოველთვის აისახება საქმიანობის ხარისხზე. უბრალო დასაქმებული იშვიათად დებს პოსტებს, არ ინტერესდება კონტენტის ანალიზითა და მენეჯმენტით. რაც შეეხება სოციალური მედიის მენეჯერს, მას ყოველთვის აქვს სტრატეგია, რომლითაც ხელმძღვანელობს. მისი საქმიანობა მთლიანად ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას ემსახურება.
აანალიზებს კონტენტს
სოციალური მედიის მენეჯერმა იცის, როგორ გააკეთოს კონტენტის ანალიზი. ის დადებული პოსტით აანალიზებს თუ დროის რომელ მონაკვეთშია მომხმარებელი ყველაზე აქტიური. ანალიზის გარეშე შეუძლებელია იმის ცოდნა მუშაობს თუ არა კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია, სხვა შემთხვევაში თქვენ დიდი დროსა და რესურსის დახარჯვა მოგიწევთ.
ერგება მომხმარებლის ინტერესებს
იმის გასაგებად თუ რა უნდა თქვენს აუდიტორიას საჭიროა ბაზრის შესწავალა და მოთხოვნადი კონტენტის მოძიება. ამის შემდეგ, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა მარტივია. ეს არის საქმე, რომელსაც სოციალური მედიის მენეჯრი შეითავსებს. თქვენს მენეჯერს მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდება იმის გასაგებად, თუ რა უნდა, რა მოსწონს და რა აინტერესებს თქვენს სამიზნე აუდიტორიას.
ზოგავთ დროსა და რესურსს
ბიზნესის წარმართვისას თქვენ უამრავი მიმართულებით გიწევთ მუშაობა, კავშირების დამყარება, პარტნიორების მოძიება, პროდუქტის შექმნა და ა.შ. ეს ყველაფერი დიდ დროსა და რესურს მოითხოვს. თქვენ აღარ გრჩებათ ცალკე დრო იმისთვის, რომ განავითაროთ თქვენი ბიზნეს პროფაილი. ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ სოციალური მედიის მენეჯერი გჭირდებათ, რომელიც ამ მიმართულებით განავითარებს თქვენს კომპანიას.
თუ გსურთ ბიზნესის განვითარება დაიწყეთ მუშაობა სოციალური მედიის განვითარებაზე, ამისთვის კი მოძებნეთ გამოცდილი და პროფესიონალი მენეჯერი.