fbpx

3 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ საძიებო სისტემების მარკეტინგი

თარიღი: 15 April, 2019

დღესდღეობით მომხმარებლები უმეტესწილად ცდილობენ მოიძიონ სასურველი: პროდუქტი, სერვისი ან სტატია გუგლის ან სხვა საძიებო სისტემის საშუალებით. სწორედ ამიტომ საიტის ოპტიმიზაცია და გამართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვენი საიტი არანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე მოხვდეს საძიებო სისტემის სათავეში. როგორ მივაღწიოთ მსგავს შედეგს?!

ამ მიზნის მისაღწევად სწორედ უნდა შეგეძლოთ ეგრეთწოდებული საძიებო სიტყვების გამოყენება და მათი ჩაქსოვება საიტის ძირითად კონტენტში. გარდა ამისა, საჭიროა ალტ-ტექსტების, ბექლინკების და სხვა ესენციალური სტრატეგიების გამოყენება, რისი დეტალური შესწავლაც ჩვენს კურსში შეგეძლებათ.

დღევანდელ სტატიაში თქვენ დეტალურად გაეცნობით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საძიებო სისტემის ოპტიმიზირების სწავლა, თქვენი მცირე ბიზნესისთვის, ბლოგისთვის და სხვა.

წარმოგიდგენთ 3 ძირითად მიზეზს თუ რატომ უნდა ვისწავლოთ საძიებო სისტემების მარკეტინგი.

1. საუკეთესო საშუალება საკუთარი ბიზნესის პრომოცირებისათვის

სამწუხაროდ ბევრი ქართული კომპანია ვერ ათვითცნობიერებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საიტი იყოს ყველანაირად გამართული, სწრაფი, მარტივი და დახვეწილი. საიტის გამართულობა დაგეხმარებათ, მოიზიდოთ ხალხი ყველანაირი ზედმეტი ხარჯის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მცირე ბიზნესი და გამართული ვებსაიტი, მსგავს შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი გადაწყვიტავს პროდუქტის შეძენას, მომხმარებლის მიერ რელევანტური საძიებო სიტყვის ჩაწერის შემდეგ, დიდი ალბათობით თქვენი საიტი იქნება პირველი რასაც უჩვენებს პოტენციურ მყიდველს, რაც რათქმაუნდა, მომხმარებლის მიერ პროდუქტის ყიდვის თქვენივე საიტზე ყიდვის წინასაწინდარია.

2.ბაზარზე საძიებო სისტემების ექსპერტების დიდი მოთხოვნა და მათი ნაკლებობა

კომპანიები დღითი დღე ათვითცნობიერებენ, თუ რამდენად სასარგებლოა საკუთარი საიტის დახვეწილობა, რაც ლოგიკურად ბაზარზე განაპირობებს საძიებო სისტემების მარკეტოლოგების მოთხოვნის ზრდადობას. პლატფორმა Google Ads-ის და Mark Up-ს სწავლის შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ მარტივად დასაქმდეთ. გარდა ამისა არის უამრავი ონლაინ პლატფორმა, სადაც მოწინავე უცხოური კომპანიები ეძებენ SEO ექსპერტებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ სახლიდან გაუსვლელად დასაქმდეთ და ითანამშროლოთ სხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან.

3. საუკეთესო საშუალება თქვენი საბლოგერო პლატფორმის ცნობადობის ასამაღლებლად

თუ თქვენ ხართ ბლოგერი და გინდათ, რომ საკუთარ საიტს შესძინოთ უფრო მეტი აქტიური და ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც გამოგიწერენ და გააგრძელებენ მუდმივად თქვენი ბლოგების კითხვას, სასიცოცხლოდ მნიშველოვანია იცოდეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.
როგორც მცირე ბიზნესის შემთხვევაში საბლოგერო პლატფორმისათვის აუცილებელია სწორედ გამოიყენოთ, ალტ-ტექსტები, ბექლინკები და სხვა ესენციალური სტრატეგიები, რაც დაეხმარება თქვენს საიტს გაზრდაში.
ბლოგი საქართველოში დღითი დღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, ამიტომ SEO-ს უნარჩვევული ცოდნა მოგანიჭებთ უპირატესობას თქვენს კონკურენტებთან მიმართებაში და დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

ჩვენი კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ სრულფასოვნად შეისწავლით Google Adwords-ის და Google Ads-ის პლატფორმას, ისწავლით ბექლინკების, ქივორდების და სხვა ესენციალური ნივთების გამოყენებას საიტის დასახვეწად.

კურსის შესახებ დეტალები იხილეთ მოცემულ ბმულზე http://digitaledu.ge/seo/