fbpx

რატომ უნდა დაესწრო მარკეტინგულ ივენთს – ABC DATA-ს – ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?

თარიღი: 27 April, 2024

თუ ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს და უფრო მეტის გაგება გინდა ამ სფეროს შესახებ, თანაც სიახლეებსაც არ გინდა, რომ ჩამორჩე, 28 აპრილს, 13:30 საათზე აუცილებლად უნდა შემოუერთდე ჩვენი და საქართველოს ბანკის ერთობლივ ღონისძიებას – ABC DATA – ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს და რატომ არის მნიშვნელოვანი მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული მარკეტინგული გადაწყვეტილება.

შეხვედრაზე დასწრება სრულიად უფასოა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც სურს პასუხის მიღება თემებზე:

1.მარკეტინგის ახალი ტენდენციები, ტექნიკები, რომლებსაც არ უნდა ჩამოვრჩეთ;

2.როგორ უნდა მოვერგოთ კანონის ახალ რეგულირებას SMS მარკეტინგთან დაკავშირებით?;

3.მონაცემები არასდროს ტყუიან და მონაცემები ყოველთვის იგებენ არგუმენტებს;

4.რატომ გვჭირდება ციფრული მონაცემების ანალიზი და მარკეტინგული ტექნოლოგიების გამოიყენება;

5.მარტექი და მისი შესაძლებლობები;

6.კავშირი ციფრულ მარკეტინგსა და ციფრულ ტრანსფორმაციებს შორის;

7.რატომ მართავს ციფრულ მარკეტინგს ციფრული მონაცემები?.

გარდა იმისა, რომ შეხვედრაზე ამ თემებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ, გაეცნობი საქართველოს ბანკის ახალ Ads Manager-ს, რომელსაც Product Owner თორნიკე სამადაშვილი წარადგენს.

შეხვედრის მთავარი სპიკერი კი იქნება ელენე ბიბილეიშვილი, რომელიც Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და პირველი ციფრული მარკეტინგული პლატფორმის Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

შეგიძლია, როგორც თორნიკეს, ისე ელენეს დაუსვა ნებისმიერი კითხვა, გაიცნო ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და გახდე ქომუნითის ნაწილი, რაც სამომავლოდ კარიერულ განვითარებაში ძალიან დაგეხმარება.

ასევე დეტალურ ინფორმაციას მიიღებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ციფრული ტექნიკების და ანალიზის კურსზე, სადაც სტუდენტები პირველად ისწავლიან საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებას.

კურსზე დარეგისტრირებული პირები საქართველოს ბანკის პლატფორმას ისეთი გლობალური ბრენდების ციფრულ რესურსებთან ერთად შეისწავლიან, როგორებიცაა Google Analytics, Google Tag Manager და სხვები. 

ღონისძიების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას აქ ნახავ, რეგისტრაციას კი ამ ბმულზე შეძლებ.

გელოდებით Terminal Abashidze (ირაკლი აბაშიძის #34).

პ.ს. შეგიძლია წამოიყვანო მეგობრები.

ტეგები: