Academy logo
Academy logo
რატომ არის TikTok მნიშვნელოვანი პლატფორმა ბიზნესისათვის?

რატომ არის TikTok მნიშვნელოვანი პლატფორმა ბიზნესისათვის?

ბოლო რამდენიმე წელში TikTok იქცა არა მხოლოდ გასართობ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მარკეტინგულ პლატფორმად ბიზნესებისთვის. მოკლე ვიდეოების ფორმატი, ალგორითმის მაღალი ჩართულობა და მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა კომპანიებს აძლევს შანსს, მცირე ბიუჯეტითაც კი მიაღწიონ დიდ შედეგებს. 

TikTok მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ როგორ მოიხმარენ ადამიანები კონტენტს და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს პროდუქტისა თუ სერვისის შეძენისას.

დღეს მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან რეალურ, ავთენტურ ვიდეოებს, ვიდრე ტრადიციულ რეკლამებს, და სწორედ ამას სთავაზობს TikTok ბიზნესებს. 

პლატფორმა ქმნის შესაძლებლობას ბრენდებმა სწრაფად მოიპოვონ ცნობადობა, გახდნენ ტრენდების ნაწილი და დაამყარონ უფრო მჭიდრო, ადამიანური ურთიერთობა საკუთარ აუდიტორიასთან. 

სწორედ ამიტომ TikTok აღარ არის უბრალოდ სოციალური ქსელი, ის ბიზნესის ზრდის სტრატეგიული ინსტრუმენტია.


TikTok-ის პოპულარობა საქართველოში


TikTok საქართველოში პირველად აქტიურად გავრცელდა დაახლოებით 2019-2020 წლებში, თუმცა მისი რეალური ბუმი პანდემიის პერიოდში დაიწყო. ლოქდაუნის დროს ადამიანებმა ახალი გასართობი და საკომუნიკაციო პლატფორმების ძიება დაიწყეს, რის შედეგადაც TikTok-მა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. 

თავდაპირველად ის ძირითადად თინეიჯერების სივრცედ აღიქმებოდა, სადაც ცეკვისა და იუმორისტული ვიდეოების გარდა არაფერი იყო, თუმცა ეს წარმოდგენა მალევე შეიცვალა.

დღეს TikTok საქართველოში ფართო ასაკობრივი აუდიტორიის პლატფორმაა. მას აქტიურად იყენებენ 18-35 წლამდე მომხმარებლები, თუმცა მზარდია 35+ ასაკობრივი სეგმენტიც. 

პლატფორმაზე უკვე აქტიურობენ მეწარმეები, ექსპერტები, მასწავლებლები, ექიმები, კრეატორები და ბრენდები, რომლებიც საგანმანათლებლო, საინფორმაციო და კომერციულ კონტენტს ქმნიან.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში TikTok-ს რამდენიმე ასეული ათასი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ყოველდღიური მოხმარების დრო სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. 

ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები არა მხოლოდ ათვალიერებენ კონტენტს, არამედ აქტიურად ურთიერთობენ მასთან. აზიარებენ, აკომენტარებენ და ინახავენ ვიდეოებს. 

სწორედ ეს მაღალი ჩართულობა ხდის TikTok-ს განსაკუთრებით მიმზიდველ პლატფორმად ბიზნესისთვის, რომელსაც სურს სწრაფად მიაღწიოს დიდ აუდიტორიას და გააძლიეროს საკუთარი ციფრული პოზიციონირება.


რა ტიპის კონტენტი მუშაობს ყველაზე ეფექტურად ბიზნესისასთვის TikTok-ში?


TikTok-ზე ყველაზე კარგად მუშაობს ავთენტური და ბუნებრივი კონტენტი. ზედმეტად „გაპრიალებული“ რეკლამები ხშირად ნაკლებ შედეგს იძლევა. მომხმარებლებს მოსწონთ რეალური ისტორიები, კულისებს მიღმა კადრები, პროდუქტის გამოყენების დემონსტრაცია და მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები.

ბიზნესისთვის ეფექტურია:

  • „როგორ?“ ტიპის ვიდეოები (how-to)

  • პროდუქტის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება

  • მომხმარებლების გამოცდილების გაზიარება

  • ტრენდებზე მორგებული კონტენტი

  • იუმორისტული ან ემოციური ვიდეოები

TikTok-ის ალგორითმი ახალ ექაუნთებსაც აძლევს შანსს, ამიტომ სწორად შექმნილი კონტენტი სწრაფად შეიძლება მოხვდეს ფართო აუდიტორიამდე.


რამდენად ეფექტურია TikTok რეკლამა?


TikTok რეკლამა დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად ითვლება ციფრულ მარკეტინგში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზნესის მიზანია სწრაფი ცნობადობის გაზრდა ან ახალი აუდიტორიის მოზიდვა. 


პლატფორმის უნიკალური ალგორითმი საშუალებას აძლევს რეკლამას ბუნებრივად მოხვდვეს მომხმარებლის ფიდში, რის გამოც ის ნაკლებად აღიქმება როგორც კლასიკური რეკლამა და უფრო მეტად როგორც საინტერესო კონტენტი.


TikTok Ads Manager ბიზნესებს სთავაზობს დეტალური თარგეთირების შესაძლებლობებს: ასაკი, ლოკაცია, ინტერესები, ქცევები და მომხმარებლის ჩართულობის ისტორია. ეს ნიშნავს, რომ რეკლამა ზუსტად იმ აუდიტორიამდე მიდის, რომელსაც პროდუქტი ან სერვისი რეალურად აინტერესებს. 


ამასთან, TikTok რეკლამის ღირებულება ხშირად უფრო ხელმისაწვდომია სხვა პლატფორმებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.


დამატებითი უპირატესობაა ის ფაქტი, რომ კარგად დაგეგმილი სარეკლამო ვიდეო ხშირად ორგანულად ვრცელდება და შეიძლება ტრენდადაც კი იქცეს. შედეგად, რეკლამა იღებს დამატებით, უფასო ნახვებსა და ჩართულობას, რაც ზრდის გაყიდვებსა და ბრენდის მიმართ ნდობას.


როგორ ვისწავლო TikTok პლატფორმის პროფესიონალურად მართვა?

თუ გსურთ, TikTok გამოიყენოთ არა სპონტანურად, არამედ სტრატეგიულად და შედეგიანად, აუცილებელია პროფესიული ცოდნა. 


სოციალური მედიის მართვა მოითხოვს კონტენტის დაგეგმვას, ანალიტიკის გააზრებას, რეკლამის სწორად დაყენებას და ტენდენციებზე სწრაფ რეაგირებას.


ამ ყველაფრის შესასწავლად შეგიძლია ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოციალური მედიის კურსი გაიარო, სადაც დეტალურად ისწავლი TikTok პლატფორმის პროფესიონალურ მართვას, რეკლამის გაშვებას და ბიზნესისთვის რეალური შედეგების მიღწევას. 


კურსი იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვინც სურს ცოდნის გაღრმავება და კარიერული განვითარება ციფრულ სფეროში.