რა არის JAVA?
თარიღი: 13 June, 2019
Java, როგორც პროგრამირების ენა 1995 წელს შეიქმნა ამერიკულ კომპანია Sun Microsystems- ში და ჯეიმს გოსლინგის სახელს უკავშირდება.
პირველად, როდესაც Java 1.o ფართო მასების წინაშე გამოვიდა როგორც პროგრამირების ენა, ის ფოკუსირებული იყო დეველოპერებისთვის საშუალება მიეცა ანიმაციები და ინტერაქციები გამეყენებინათ ვებ გვერდებისთვის.
Java არის ობიექტზე ორიენტირებული ენა და მისი პროგრამული საფუძველი C ++-ია , თუმცა ის უფრო განვითარებული და გამარტივებული სისტემით მუშაობს.
ტექნიკური პროცესიდან გამომდინარე ის შემდეგ ლოგიკას შეესაბამება : ,, Write once, run anywhere’’
რაც გულისხმობს, რომ Java-ს მხარდაჭერა აქვს ყველა პლატფორმას და მისი ინტეგრირება ყველა ტიპის კომპიუტერულ მოწყობილობაზეა შესაძელებელი, როგორიცაა : PCs running Windows, Macintosh computers, Unix or Linux და ასევე მობილურ ტელეფონებზეც.
მოდით ერთად განვიხილოთ მიზეზები, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ და რაში გამოვიყენებთ Java-ს როგორც პროგრამულ ენას? თუმცა სანამ ამ კითხვაზე პასუხს ერთად მოვძებნით, ჯერ გადავხედოთ სტატისტიკას: რომელ სფეროში გამოიყენება Java აქტუალურად, 2000 წლიდან დღემდე:
- საბანკო მომსახურება – მონაცემთა მართვა და დამუშავება
- გაყიდვები – აპლიკაციის მეშვეობით მაღაზიის/კვების ობიექტის გაყიდვების მენეჯმენტი
- ანდროიდ აპლიკაციების შექმნა
- ფინანსურ სერვისებთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამულად გამართვა
- სამეცნიერო/კვლევითი დარგი – მონაცემთა ბაზების შენახვა და დამუშავება
პროგრამირება Windows სისტემაზე გულისხმობს, რომ პროგრამა Mac სისტემაზე არ იმუშავებს, Java კი ამ მხრივაც ამარტივებს პროგრამირებს ენასთან მუშაობას, ერთხელ დაწერილი ნებისმიერი აპლიკაცია ყველა პლატფორმაზე შეიძლება ადაპტირდეს. Java უსაფრთხოა, რადგან კოდის კონვერტირება bytecode ში ხდება, რაც მხოლოდ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის არის გასაგები. მისი სისტემები თავისუფალია ვირუსებისგან.
კომპიუტერული მოწყობილობებიდან დაწყებული ინტერნეტამდე, Java-ს თქვენ ხედავთ ყველგან.
ის ძალიან ბევრი სხვადასხვა აპლიკაციის პროგრამულ ავტორად გვევლინება.
Sun Microsystems გუნდმა პროგრამირების პრინციპების წარმატებული კომინაციით მიიღო პროგრამირების ენა, რომელიც გამოსაყენებლად მარტივია და ადაპტირებულია ნებისმიერ ტექნიკურ გარემოსთან.
2014 წელს Java-სთან დაკავშირებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და გაუმჯობესდა მისი ინტეგრეცია Javascript-თან. Oracle -ს კვლევით, 9 მილიონი Java დეველოპერი მოღვაწეობს პროგრამირების სფეროში.
თუ გაინტერესებთ ანდროიდ ოპერაციული სისტემა და აპლიკაცების შექმნა გინდათ ანდროიდ პლატფორმისთვის, Java ის პროგრამირების ენაა, რითიც უნდა დაიწყოთ, ამისთვის კი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსს გაეცანით: https://digitaledu.ge/java/