fbpx

რა არის ციფრული მარკეტინგი?

თარიღი: 10 June, 2019

დღეს ხშირად გვესმის სიტყვათა შეთანხმება – ციფრული მარკეტინგი,
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ მისი განმარტება, რადგან ჩვენ
ციფრულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის პროცესი, რომელიც მომხმარებლის დაინტერესებას უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის საშუალებით და შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტული რეკლამა მივაწოდოთ მიზნობრივ აუდიტორიას: ციფრული არხების, საძიებო სისტემების, სოციალური მედიის გამოყენებით.

ახლა კი განვსაზღვროთ კონკურეტულად რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის ციფრულ
მარკეტინგს. კვლევების თანახმად ცნობილია, რომ მიდგომები განსხვავებულია
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა მიზანი ერთია, ციფრული არხების მეშვეობით
სტრატეგიის შემუშავება და დაკავშირება მომხმარებელთან, რომელიც დიდ დროს
ატარებს ონლაინ სივრცეში. ამისთვის გამოიყენება: ციფრული რეკლამა, იმეილ
მარკეტინგი, ონლაინ ბროშურები, და ბევრი სხვა ბერკეტი, რომელიც აქვს ციფრულ
მარკეტინგს.

საუკეთესო მარკეტერები არიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ყოველი სწორად
დაგეგმილი ციფრული კამპანია არის საუკეთესო შედეგების მომტანი.
ციფრული რეკლამის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი კი კონკრეტულად და ზუსტად
დაგეგმილი ბიუჯეტია, იხარჯება ზუსტად იმდენი, რამდენიც მომხმარებლის
დაინტერესებას სჭირდება.

ახლა კი უფრო დეტალურად და გასაგებად ჩამოვაყალიბოთ ციფრული მარკეტინგის
შემადგენელი პროცესები. კონტენტ მენეჯერი პასუხისმგებელია შექმნას
მომხმარებლისთვის საინტერესო შინაარსის მქონე პოსტები, რაც გაზრდის აუდიტორიას
და ბიზნესს განავითარებს. ზოგადად კონტენტ მარკეტინგი არის პროცესი, რომელიც
უზრუნველყოფს ისეთი შინაარსის მატარებელი კონტენტის შექმნას, რომელიც
მომხმარებელს მოიზიდავს და ბრენდის ცნობადობას გაზრდის. ბლოგზე სტატიების
გამოქვეყნება საშუალებას იძლევა, რომ უბრალო ვიზიტორები გავხადოთ ჩვენი
მომხარებლები, ასევე ebook -ის და Whitepaper-ის დახმარებით შესაძლებელია
შევისწავლოთ ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორები და შევქმნათ ლიდები ბისნესისთვის.
თუმცა ხანდახან ვიზუალური საშუალებებით ინფორმაციის მიტანა მომხარებლამდე
უფრო ეფექტურია ვიდრე მხოლოდ ტექსტური მასალით, ამისთვის გამოიყენება –
ინფოგრაფიკები ,რომელიც ბევრ რთულ და კომპლექსურ საკითხს
მარტივად გასაგებს ხდის მომხმარებლისთვის.

კონტენტ მენეჯერთან ერთად აუცილებელია ვისაუბროთ სოციალური მედიის მენეჯრის
დანიშნულებაზეც ციფრულ მარკეტინგში, ის უზრუნველყოფს არსებული კონტენტის,პოსტების განთავსებას ციფრულ არხებზე და ბრენდის განვითარებას სოციალურ
მედიაში. იმეილ მარკეტინგის მეშვეობით კი კომერციული სახის კომუნიკაციის
დამყარება ხდება ელ-ფოსტის მეშვეობით საჭირო აუდიტორიასთან.
აქვე რომ ჩამოვთვალოთ ციფრული მარკეტიგნის სახეობებია : SEO ოპტიმიზაცია ,
კონტენტ მარკეტინგი, სოციალური მედიის მარკეტინგი, PPC , იმეილ მარკეტინგი, ონლიან
PR და სხვა.

Seo ოპტიმიზაციის პროცესი

Seo ოპტიმიზაციის მიზანია, დანახარჯების გარეშე მოიზიდოს მომხმარებელთა
რაოდენობა. ოპტიმიზირებული ვებსაიტი ადვილად აღქმადია საძიებო სისტემებისთვის და
მოწინავედ პოზიციონირებს. Seo ოპტიმიზაცია იყოფა ორ ნაწილად on page Seo და off
page Seo.
თითოეულის მუშაობის პროცესი ასე გამოიყურება : On page Seo აკონტროლებს საიტის
შიდა მდგომარეობას, რამდენად გამართულია ის კონტენტი რაც დევს, გვაძლევს
ინფორმაციას არის თუ არა პლაგიატიზმის შემთხვევები პოსტებში, ხელს უწყობს
ოპტიმიზაციას კონკრეტულ Keyword-ებზე (საძიებო ფრაზებზე).
ხოლო off page Seo გულისხმობს ავტორიტეტის მქონე ვებ საიტებზე საკუთარი ლინკის
განთავსებას, ეს ამყარებს სანდოობას ვებ-საიტის მიმართ, საძიებო სისტემები სწორედ ამ
ნიშნით ანიჭებენ საიტს ავტორიტეტს.
ასევე Seo ოპტიმიზაციის ნაწილია Technical Seo,რომელიც ვებსაიტის პროგრამულ
ნაწილზე არის ფოკუსირებული, ყველა იმ ფაქტორზე რაც მის გამართულად მუშაობას
უნდა უწყობდეს ხელს.

იმედია უკვე ფუნდამეტური წარმოდგენა შეგექმნათ ციფრული მარკეტინგის, მისი შემადგენელი პროცესებისა და ეფექტურობის შესახებ.
თუკი გაქვთ სურვილი უფრო დაწვრილებით მიიღოთ ინფორმაცია, შეისწავლოთ კონტენტ
მარკეტინგი და პირად გამოცდილებაში გამოიყენოთ, ამის შესაძლებლობას ციფრული
ინდუსტრიის აკადემია გაძლევთ.

გაეცანით შესაბამის კურსს: http://digitaledu.ge/google-ads-kursi/