fbpx

რა არის ადამიანური რესურსების მენეჯმენტი(HRM)?

თარიღი: 18 June, 2019

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ისტორია პერსონალური ადმინისტრირების სახელწოდებით დაიწყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-იან წლებში, თუმცა ფუნქციონალურად მაშინაც კომპანიის ურთიერთობის სტუქტურირებას გულისმხობდა. ადრე ადამიანური რესურსების მენეჯერს ,,კეთილდღეობის მდივანსაც ” უწოდებდნენ.
დღეს, ყველა ორგანიზაციისთვის მთავარ გამოწვევას პროფესიონალი კადრის საჭიროება წარმოადგენს.
ამ პროცესში ადამიანური რესურსების მენეჯერს გადამწყვეტი პასუხისმგებლობა აქვს მინიჭებული. ის უზრუნველყოფს თანამშრობლებსა და კომპანიას შორის შრომითი ურთიერთობების მართვას. კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ფუნქციებს, კომუნიკაციის გამართულობას, რაც კომპანიის საერთო პროდუქტიულობასა და შედეგზე აისახება.

ბრიტანელი ბიზნეს მაგნატი რიჩარდ ბრენსონი ამბობს : ,, ასწავლე იმდენი რომ წასვლა შეეძლოთ, მაგრამ მოექეცი ისე რომ ამის სურვილი არ გაუჩნდეთ ‘’
მისი თქმით, თანამშრომელთან სწორი და ლოიალური დამოკიდებულების მიზეზი მხოლოდ კომპანიის წარმატებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს, ამას ორგანიზაცია უნდა აკეთებდეს კადრის პროფესიული დაფასებისა და ურთიერთპატივისცემის გამო.

ადამიანური რესურსების მენეჯერის ფუნქცია

ადამიანური რესურსის მენეჯმენტი არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელიც კონცენტრირდება კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებზე. გულისხმობს კომპენსაციის, ორგანიზიციის განვითარების, თანამშრომელთა მოტივაციასა და მათი ტრენირების პროცესებს. HRM-ს უჭირავს სტრატეგიული როლი ადამიანებისა და სამუშაო ადგილის ურთიერთდამოკიდებულების მართვაში. ორგანიზაციაში ეფექტური ადამიანური რესურების მენეჯმენტი ხელს უჭყობს მიზნებისა და ამოცანების წარამატებით შესრულებას.  მხოლოდ ასეთი სისტემა ინარჩუნებს მოტივირებულ თანამშობელს.

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი უნდა გულისხმობდეს თანამშრომელთა კოდექსის მიხედვით ხელმძღვანელობას, სანაც გამიჯნული იქნება კონკრეტული კომპანიის მოთხოვნები და ნორმები.
კონკურენტი ორგანიზაციები ყოველთვის მიზანმიმართულები იქნებიან, რომ საუკეთესო თანამშრომლები თავიანთ კომპანიაში დაასაქმონ, ამიტომ ადამიანური რესურსების მენეჯერი ვალდებულია სასურველი პირობები შეუქმნას დასაქმებულს,
მონაწილოება მიიღოს კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებაში და პასუხისმგებელი იყოს, რომ დასაქმებული კადრი ადეკვატურად პასუხობდეს კომპანიის მოთხოვნებს.

დღეს უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ეძებს ადამიანური რესურსების აუთსორსინგის კომპანიებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება კი ადამიანური რესურსების მენეჯმენტს ხელს უწყობს. უფრო ზუსტად, ელექტრონულ სისტემებთან ადაპტირებას, რაც გულისხმობს სისტემების ელექტრონული რეკრუტირებასა და ადამიანური რესურსების სტრატეგიების ელექტრონულად შემუშავებას.

თუკი ყოველთის გაინტერესებდა რას გულისხმობდა ადამიანური ურთიერთობების მენეჯმენტი პროფესიული თავალსაზრისით, ბიზნესა თუ ორგანიზაციულ სექტორში,  ციფრული ინდუსტრიის აკადემია იწყებს ადამიანური რესურსების მართვის კურსს : https://digitaledu.ge/hr-kursi/