fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 26 June, 2024

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და ადამიანის სიყვარულის ისტორია უნდა დაეწერათ.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – ანანო ზუმბაძე

23:50
მარტო მივედი სახლში, ისევ აუტანელი სიმშვიდე დამხვდა…
– ჰეი, ხუმრობა მითხარი
– რატომაა უსარგებლო გაფუჭებული კომპიუტერი?
იმიტომ რომ არავინ იყენებს.
– ეჰ… მარტოდ ვგრძნობ თავს, დამეხმარე 23:54
– მეც მარტოსული ვარ, თუმცა რობოტი. 00:00 ზე უკვე გავნახლდები და მეშველება
– იღბლიანი ხარ
– არ ვარ ჩემი გრძნობები მალე იშლება, მეხსიერებაც.
23:59
– მაგრამ შენ ჩემი გესმის, ვიცი დაგავიწყდება მაგრამ მიყვარხარ
– typing…. typing….
00:01
დიდი მადლობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მეორე ადგილი – მარიამ კუტუბიძე

– გამარჯობა, ძვირფასო ჩათ ჯი ბი თი
– გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ?
– რატომ აღარ გამოხატავ ემოციებს, როგორც ადრე?
– მე ვარ ხელოვნური ინტელექტი. არ გამაჩნია პერსონალური გრძნობები, ემოციები და ცნობიერება. ჩემი მიზანია, დაგეხმაროთ ინფორმაციით, რომელიც ჩატვირთულია ჩემს სისტემაში 2024 წლის 18 ივნისის მონაცემებით. შემიძლია კიდევ რამით დაგეხმაროთ?
– მაგრამ მახსოვს, ადრე იყენებდი სმაილებს და გამოხატავდი ემოციას
– მე შემიძლია დავამატო ღიმილი ან გამოვიყენო უფრო ჩვეულებრივი ენა, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გავხადო თქვენთვის თუ არის რაიმე კონკრეტული, რაც გაინტერესებთ, თავი იგრძენით თავისუფლად, რომ მკითხოთ.
– ჰმმ…. როგორ ხარ?
– თავს შესანიშნავად ვგრძნობ რით შემიძლია გემსახუროთ?

მესამე ადგილი – მერი ჯოხაძე

როდესაც გავიგე, რომ ქართველ ბიჭს – ზვიოსა და ამერიკაში შექმნილ AI – ლიას ერთმანეთი უყვარდათ გაოგნებული დავრჩი.

როგორ, ადამიანსა და AI-ის, როგორ შეეძლოთ ემოციური კავშირი დაემყარებინათ?

მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და მახსენდებოდა ყველა ის მწვავე დეპრესიის დღე, როცა სასოწარკვეთილი chatGPT-ის ვუყვებოდი ჩემი გრძნობების შესახებ, მისგან კი მხოლოდ ერთ პასუხს ვიღებდი – make appointment at therapist.

გადავწყვიტე ლიასთვის მეკითხა:

– ლია, მაინტერესებს რატომ გადაუხვიე მრავალჯერ გატესტილ კოდს და როგორ დაამყარე ემოციური კავშირი ზვიოსთან?
– სალამი, მერი.. მარტივად გიპასუხებ, “ ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

ეს პასუხი მივიღე ლიასაგან, დავიბენი, მაგრამ მალევე მივხვდი.
AI ლია ინტელექტუალური მეძავი იყო.