fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 28 May, 2024

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ჩანახატი ან ამბავი თემაზე: “თავისუფლება შენი ხვედრია”.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – ნინი უსენაშვილი

დედა-შვილის მიმოწერა

დღე 1: აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

დედა: სად დგახარ დე? არის ბევრი ხალხი? ფრთხილად იყავი გთხოვ
შვილი: კიიი ნუ დარდობ
დედა: წამოდი გთხოვ გაზი გაუშვეს ზევით ვნერვიულობ

დღე 10:

დედა: დღეს ხო მიდიხარ რუსთაველზე? მოდი სახლში ჭამე და ისე წადი
შვილი: კაი
შვილი: მივედი მსვლელობა იწყება
დედა: ყოჩაღ დე

დღე 30:

შვილი: აქ ვარ ბევრი ხალხიაა ისევ ძააან სავსეა
დედა: მიდი მომწერე ხოლმე
შვილი: ისევ დაიწყო დარბევა
დედა: ვნახე დე რაღაც ახალი ქაფი გაუშვეს
დედა: აი ბედნიერებისგან ვტირიიი ისე მიხარია მაგ ბევრი ხალხის თავისუფლების ნაწილი რომ ხარ ბევრი ვიდეოები და ფოტოები შემოინახე

“თავისუფლება შენი ხვედრია”

მეორე ადგილი – ნანა ვაშაკიძე

გიორგი 5 წლისაა.
გიორგიმ იცის ათამდე დათვლა და ზეიმისთვის ნასწავლი ლექსის ზეპირად თქმა.
გიორგიმ არ იცის რას ნიშნავს სუვერენიტეტი.
გიორგის უყვარს თოფებით თამაში.
გიორგის არ უყვარს სუპი.
გიორგის ყოველ საღამოს გარედან ჟრიამული ესმის.
გიორგი გზაზე, სადაც მანქანები დადიან ხოლმე, უამრავ ახალგაზრდას ხედავს.
გიორგის უხარია მათი დანახვა.
გიორგიც დაინახეს და ღიმილით ხელს უქნევენ.
გიორგის გული გამალებით უძგერს.
გიორგიმ იცის, რომ ქვევით ჩასვლა უნდა, თუმცა ისიც იცის, რომ ბებო არ გაუშვებს.
ამის ნაცვლად, თავისი პატარა დროშა გამოაქვს, ხელს სადამდეც შეუძლია ზემოთ იშვერს და მთელი ძალით აფრიალებს.
გიორგიმ არ იცის რა არის თავისუფლება, რადგან თავისუფალი დაიბადა, თუმცა დროშას მაინც მთელი ძალით იქნევს.

მესამე ადგილი – გიორგი გურული

გაზი გაუშვეს !! გიორგი ფრთხილად, დროშას ხელი არ გაუშვათ , ბაბუ მერე რა მოხდა ? არაფერი ბაბუ ჩვენ გავიმარჯვეთ . დღეს ჩემი შვილიშვილები რომ ხართ ეგ არის ჩემი თავისუფლება რომლისთვისაც ბევრი ვიბრძოლეთ . გიორგი გარეთ შავი ხალხია ,დამიძახა ჩემმა ცოლმა , ომი დაიწყო მამცნეს , ბაბუას ვერავინ მოერევა ! ეს შეძახილი როგორც კი გავიგე მივხვდი რა არის თავისუფლებისთვის
მებრძოლი სული .