ქეთევან ზუბიაშვილის ისტორია: როგორ გავხდი სოციალური მედიის მენეჯერი?
თარიღი: 29 February, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ქეთევან ზუბიაშვილის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში სოციალური მედიის კურსი გაიარა, ახლა კი 3 სტარტაპის სოციალური მედიის მენეჯერია.
მე ვარ ქეთევან ზუბიაშვილი, freelancer ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და ხმის რეჟისორი. აქტიურად ვმუშაობ სამივე პროფესიით, ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან უკვე 15 წელზე მეტია.
როდესაც საინტერესო კურსებს ვეძებდი, Facebook-ზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის რეკლამა შემომხვდა, ასე აღმოვჩნდი აქ.
მე გავიარე სოციალური მედიის კურსი. ჩემი მენტორი იყო ნუკა მიხელიძე, რომელიც დამეხმარა გამეაზრებინა რას, რატომ და ვისთვის ვაკეთებ.
დღესდღეობით ძალიან აქტუალურია სოციალური ქსელების გაზიარებით დამქირავებლის დაინტერესება. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თავად მესწავლა ჩემივე გვერდების მართვა, პლატფორმების სპეციფიკა, მუშაობის სტრატეგია და ბიზნეს მენეჯმენტი. სწორედ ეს გახდა კურსის შეძენის მიზანი.
ამ ეტაპზე ვაგრძელებ ჩემი პროფილით მუშაობას, თუმცა შევითავსე რამდენიმე სტარტაპის სოც. გვერდების მართვა. ესენია : Furyfilmworks; Preg-go!; IG_keteone; Ananasi Studio (აწყობის პროცესშია).
იმის გათვალისწინებით, რომ ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და შეუძლებელია ერთი კურსით ყველაფრის ათვისება, აკადემიამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მასწავლა – ორიენტირება ციფრულ სამყაროში.
კურსის მსვლელობის დროს გიწევთ პროექტზე მუშაობა, ყოველ ლექციაზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ამ დროს იმდენად ღრმად აკეთებთ ანალიზს, რომ შეუძლებელია შემდეგ საქმე არ გამოვიდეს, არ გადადოთ !