fbpx

ნუცა გრძელიშვილის ისტორია: ბიზნეს ადმინისტრირებიდან HR-ამდე

თარიღი: 28 November, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ნუცა გრძელიშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში HR-ის კურსი გაიარა, ახლა კი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანია ,,კარფურში”.

მე გახლავართ ნუცა გრძელიშვილი, 22 წლის, ბიზნეს ადმინისტრირების მენეჯმენტის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

მენეჯმენტის მიმართულებასთან ერთად დავინტერესდი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და მოგვიანებით დავიწყე 6 თვიანი სტაჟირება ლიბერთი ბანკში, სადაც დავაგროვე როგორც თეორიული ცოდნა, ისე – პრაქტიკული გამოცდილება. ლიბერთი ბანკში სტაჟირების დასრულების შემდგომ დავსაქმდი კომპანია “მკითხველში” HR მენეჯერის პოზიციაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის,  წარმატების მისაღწევად აუცილებელია ციფრულ ტექნოლოგიაზე ოპტიმიზირებულ სტრატეგიასა თუ სტრუქტურასთან ადაპტირება, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების სწორად გამოყენება და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება და ცოდნის გაღრმავება. მსურდა, რომ უკეთ დამენახა HR მენეჯერის როლი და განმეხორციელებინა ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესს წინსვლაში დაეხმარებოდა, გავცნობოდი ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ასპექტებს და მიმეღო მეტი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გამევლო კურსი აღნიშნული მიმართულებით.

მიზნის მისაღწევად დავიწყე საუკეთესო კურსის ძებნა და აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსი, რომელიც გამოირჩეოდა დადებითი უკუკავშირითა და შეფასებებით. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ავიღე (HR) ადამიანური რესურსების მართვის კურსი, სადაც დეტალურად შევისწავლე როგორც შერჩევის, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი, რაც დამეხმარა როგორც ცოდნის გაღრმავებაში, ისე კარიერულ წინსვლაში.

ამჟამად დასაქმებული ვარ უფრო მასშტაბურ და საერთაშორისო კომპანიაში, კერძოდ, ,,კარფურში“. ციფრულმა ინდუსტრიის აკადემიამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ცოდნასა და კარიერულ განვითარებაში, დამეხმარა, რომ მეტად თამამად და თავდაჯერებულად გადამედგა ნაბიჯი, რომ დაგროვებული ცოდნა სწორად გამომეყენებინა პრაქტიკაში.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა კარიერული განვითარების გზაზე. აღსანიშნავია, რომ ლექციები ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის სწავლის პროცესს. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ კურსის ფარგლებში პრაქტიკული ქეისების განხილვა, ვორქშოფები თუ რეალური მაგალითები მეტად ამარტივებს და ხიბლს სძენს სწავლის პროცესს.