ნინი კილაძის ისტორია: მარკეტინგის სკოლიდან ციფრულ მარკეტერობამდე
თარიღი: 9 February, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ნინი კილაძის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში 2 კურსი გაიარა, ახლა კი საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობს.
მე ვარ ნინი 19 წლის, დიდი მიზნებითა და სურვილებით. ამჟამად ვარ ციფრული მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტი და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული.
ჩემი მთავარი პრიორიტეტი პროფესიული განვითარებაა და ვცდილობ, შევიძინო ისეთი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მომცემს შესაძლებლობას ფეხი ავუწყო თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და ვიყო მაღალკვალიფიციური ჩემს სფეროში.
თავდაპირველად ჩემი მეგობრისგან მივიღე რეკომენდაცია აკადემიაზე და მას შემდეგ დიდი ხნის მანძილზე თვალს ვადევნებდი სიახლეებს სოციალურ ქსელებში, ვესწრებოდი მასტერკლასებს და ვმონაწილეობდი კონკურსებში.
აღნიშნულმა დადებითმა შთაბეჭდილებებმა მომცა მოტივაცია გამევლო რამდენიმე ჩემთვის საინტერესო კურსი და სწორედ აკადემიაში განვლილი ორი კურსის წარმატებულად დახურვის შედეგია ჩემი ამჟამინდელი კარიერული წარმატება.
განვლილი კურსებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ციფრული მარკეტინგის კურსი, რომელმაც საბოლოოდ დამარწმუნა ჩემს არჩევანში და სხვა კუთხიდან დამანახა ეს სფერო. გარდა ამისა, შემმატა თავდაჯერებულობა და მომცა ახალი შესაძლებლობები.
ჩემი ლექტორი და უკვე ჩემი კოლეგა და მეგობარი, ირაკლი ქართველიშვილი ყოველთვის მხარს მიჭერს და მაძლევს მოტივაციას სამუშაოს უკეთ შესრულებისთვის. მან მომცა შესაძლებლობა გადამედგა პირველი ნაბიჯები კარიერაში და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება. კურსის დასრულების შემდეგ გამიწია რეკომენდაცია და დავსაქმდი საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიაში.
დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, მუდმივად ეძიონ სიახლეები,
მიიღონ ახალი გამოცდილება და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან ციფრულ სამყაროში შესაძლებლობები უსაზღვროა.