fbpx
სოციალური მედიის კურსი

ნიკოლოზ ნორიელის ისტორია: როგორ გავხდი სოციალური მედიის მენეჯერი

თარიღი: 6 November, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ნიკოლოზ ნორიელის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოციალური მედიის კურსი გაიარა, ახლა კი ავერსის კლინიკის სოციალური მედიის მენეჯერია. 

მე ვარ ნიკოლოზ სომხიშვილი, თუმცა ეს ოფიციალურად. ისე მეტწილად ნორიელად მიცნობენ, რაც ჩემი ლიტერატურული ფსევდონიმია. 4 წიგნის ავტორი ვარ (3 პოეზია, 1 პროზა) და შეიძლება ითქვას, რომ ციფრულ მარკეტინგშიც წერის ნიჭის მეშვეობით აღმოვჩნდი. ციფრულ მარკეტინგში ქოფირაითერად შემოვაბიჯე.

როდესაც მივხვდი, რომ ციფრული მარკეტინგი იყო სფერო, რომელიც მომწონდა, მაინტერესებდა და მუშაობის პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა, გადავწყვიტე მეტად განვვითარებულიყავი. შესაბამისად, დავიწყე ისეთი კურსის ძებნა, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილშიც დამეხმარებოდა. უამრავი კურსი მოვიძიე, თუმცა ყველაზე მეტად მისაღები პირობები ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში იყო. ამიტომაც თქვენზე შევაჩერე არჩევანი.

აკადემიაში გავიარე სოციალური მედიის კურსი და მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ. შესაბამისად, რეკომენდაციას ვუწევ თქვენს კურსს, რადგან კურსმა ზუსტად ის მომცა, რაც მჭირდებოდა – თეორია და პრაქტიკა.

ბოლო რამდენიმე თვე ერთ-ერთი ციფრული მარკეტინგის სააგენტოში თიმ ლიდის და ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი, ამჟამად ავერსის კლინიკაში ვმუშაობ სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ვინაიდან ცოდნას დადასტურება სჭირდება, ის რომ თქვენთან მქონდა კურსი გავლილი, მეხმარებოდა ჩემი ცოდნის დადასტურებაში. შესაბამისად, სამსახურის მოძიება მეტად მიმარტივდებოდა.

ნებისმიერ ადამიანს ვეტყოდი, რომ რაც უფრო სწრაფად გადმოერთვებიან ციფრულ სამყაროში, მით უფრო სწრაფად დაიწყებენ საკუთარ მომავალზე ზრუნვას. იმ ადამიანებს კი, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ციფრულ სამყაროში დასაქმდნენ, ვურჩევდი, რომ კურსების მეშვეობით ჯერ  თეორიული ცოდნა მიიღონ და ამის შემდეგ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანონ. არ შეეშინდეთ ცუდი შედეგების და ახსოვდეთ, რომ თუ არ ცდი, არ გამოგივა.