ნიკო ვაჩნაძის ფინალური ნამუშევარი
თარიღი: 19 April, 2019
როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?
დიდი მომხრე ვარ ინტენსიური სწავლების და საგანში მუდმივი ჩართულობის. ესეთი მიდგომა
ყველაზე მეტად ზრდის ადამიანს რადგან შენი ტვინი მუდმივად ქმნის ახალ კავშირებს იმ თემასთან
დაკავშირებით რაშიც ჩართული ხარ. კურსის გრაფიკი და დავალებები მაიძულებდა ყოველდღიურად მეშრომა, რის შედეგადაც ბევრს მივაღწიე. შესაბამისად, კურსი არ იქნებოდა იმდენად ინტელექტუალურად მომგებიანი რომ ყოფილიყო უფრო
მარტივი.
როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?
კურსამდე მქონდა მხოლოდ ჩემით ნაპოვნი ცოდნა და გამოცდილება, რაც მაკლდა იყო ის, რომ დიზაინის პრინციპები მესწავლა და დამენახა ის ფარული ბადე რაც კარგ დიზაინს უდევს საფუძველში. კურსმა მომცა ყველა ის ხელსაწყო რითიც შემიძლია მომდევნო ეტაპის დიზაინი შევქმნა.
რა იყო თქვენი საფინალო ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?
კურსის დროს ლექტორმა გვაჩვენა საკუთარი ნამუშევარი სადაც ძველი ქართული ელემენტიდან
ჰქონდა შექმნილი თანამედროვე დიზაინი, ჩემი ინსპირაციის წყაროც ეს გახლდათ – ჩავიხედე
ძველში და შევასხი თანამედროვე ფრთები, საუბარია ქართული ასომთავრულ დამწერლობაზე.
როგორ შეაფასებდით ლექტორს?
ერთი სიტყვით – სუპერ ლექტორია.