fbpx
HR-ის კურსი

ნაკო ნადიბაიძის ისტორია: როგორ მოვხვდი საერთაშორისო კომპანიაში?

თარიღი: 16 April, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ნაკო ნადიბაიძის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში HR-ის კურსი გაიარა, ახლა კი საერთაშორისო საბუღალტრო კომპანიის Financial Chain Corporation Georgia-ს HR Assistant-ია.

მე გახლავართ ნაკო ნადიბაიძე. მიყვარს ბევრი ფიქრი, კითხვა და გარემოზე დაკვირვება. ვცდილობ, ყოველდღიურ ცვლილებებსა და სიახლეებს ფეხი ავუწყო და ყოველდღე ვისწავლო რაღაც ახალი. მახარებს იმის აღმოჩენა თუ რამდენი შეუძლია ადამიანს. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, უშუალოდ კესო სუმბაძის ვიდეოს გადავაწყდი ფეისბუქზე, სადაც დეტალურად აღწერდა თუ რისი შესწავლა ხდებოდა კურსზე. სულ მინდოდა HR-ის შესწავლა და მისმა დამაჯერებელმა და საინტერესო საუბარმა გადამაწყვეტინა, რომ თქვენ ამერჩიეთ!

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ადამიანური რესურსების მართვა-HRM.

ვინაიდან HR საქმიანობაზე მწირი წარმოდგენა მქონდა, კურსის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ყველაფერი რასაც კი ვსწავლობდით ჩემთვის სიახლე იყო, მოცემით კი კარგი სამსახური მომცა, სადაც ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მაინტერესებს.

ამჟამად გახლავართ საერთაშორისო საბუღალტრო კომპანიის Financial Chain Corporation Georgia-ს HR Assistant-ი.

ჩემს ზოგად სამუშაო გამოცდილებასთან ერთად აღნიშნულმა კურსმაც მეტად გამიადვილა დასაქმება კონკრეტული პროფილით.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს, იყვნენ გაბედულები და იყვნენ ისინი, ვინც რეალურად არიან: გულწრფელები ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში!