fbpx
ვებ პროგრამირების კურსი

მარიამ სვანიძის ისტორია: სამედიცინო სფეროდან დეველოპერობამდე

თარიღი: 8 October, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის მარიამ სვანიძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ვებ პროგრამირების კურსი გაიარა, ახლა კი მუშაობს Argonaut Research Technologies სტარტაპში, Javascript დეველოპერად.

გამარჯობა, მე ვარ მარიამ სვანიძე, 26 წლის. ამჟამად ვმუშაობ Front-End დეველოპერად და სწავლას ვაგრძელებ კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაში. 24 წლის ასაკში გადავწყვიტე კარიერული ცვლილება და სამედიცინო სფეროდან ტექნოლოგიურ სფეროში გადმოვედი. 

კარიერული ცვლილების საწყის ეტაპზე დავესწარი აკადემიის უფასო მასტერკლასებს, სწორედ ამის შედეგად გადავწყვიტე, რომ Front-End დეველოპმენტის მიმართულებით მინდოდა განვითარება.

შემდგომ, ჯიტას დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის Front-End დეველოპმენტის პროგრამა. კურსის განმავლობაში შევისწავლე HTML, CSS, JavaScript და React. პროგრამამ მომცა როგორც ტექნიკური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე გავეცანი ტექნოლოგიური ბაზრის სპეციფიკას და რეალურ სამუშაო გარემოს.

ამჟამად ვმუშაობ Argonaut Research Technologies სტარტაპში, Javascript დეველოპერად.

აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში, გარდა მიღებული ცოდნისა, აკადემიის ლექტორების მხარდაჭერით და რეკომენდაციით შევძელი დასაქმება.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას, ვისაც სურს ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კარიერულ ცვლილებას გეგმავს, ვურჩევდი: არ შეგეშინდეთ ცვლილებების და არ მიიჩნიოთ ძველი პროფესიისთვის დათმობილი დრო დაკარგულად. მიიღეთ წარსულში მიღებული ცოდნა გამოცდილებად და ღია იყავით ახალი შესაძლებლობებისათვის.