მარიამ მამალაძის ისტორია: როგორ შევქმენი საკუთარი დიზაინის სტუდია
თარიღი: 1 February, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, მარიამ მამალაძის ისტორიას, რომელმაც ინტერიერის დიზაინისა და 3D Max – ის კურსები გაიარა, აკადემიის დასრულების შემდგომ კი საკუთარი დიზაინის სტუდია დააარსა.
მე ვარ მარიამ მამალაძე, ინტერიერის დიზაინერი. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების განხრით. მაგრამ ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დიზაინზე ფიქრი. კონცეპტუალურად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, თუმცა მუდმივად მქონდა ინტერესი ჩემ ირგვლივ გარემო შემეცვალა. უკვე ერთი წელია, რაც ინტერიერის დიზაინერი ვარ და მთელ ჩემს რესურსა და დროს ვუთმობ ამ პროფესიას.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომელიც უკვე გადიოდა თქვენთან კურსს და ძალიან კმაყოფილი იყო. შემდეგ უფასო მასტერკლასს დავესწარი და გადავწყვიტე, აკადემიის დახმარებით გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და მიმეღო დიდი თეორიული გამოცდილება.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინისა და 3D Max – ის კურსები. ინტერიერის დიზაინი გავიარე გიორგი ზაკაშვილთან, რომელიც მაქსიმალურად იხარჯებოდა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის გაეზიარებინა. ხოლო 3D Max – დაჩი ხაზალიასთან, რომელმაც სიღრმისეულად გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, რაც დამეხმარა ჩემი პროფესიონალიზმის გაზრდაში. ამან კი უფრო ინფორმირებული და თავდაჯერებული გამხადა.
ამჟამად ვმუშაობ კერძო დამკვეთებთან და ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან. აკადემიის დასრულების შემდგომ დავაარსე საკუთარი დიზაინის სტუდია, რომელიც ახლა ცდილობს ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადადგმას.
აკადემიამ არსებულ ცოდნას, უამრავი დეტალი და ინფორმაცია დაამატა, რამაც კიდევ უფრო კონკურენტუნრიანი გამხადა. დასრულების შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდი რა იქნებოდა ჩემი ნიშა არსებულ ბაზარზე. დიზაინის სფერო ამოუწურავია და უამრავ მომიჯნავე საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მუდმივად გაკავშირებს სხვადასხვა ადამიანსა და კომპანიებს, ეცნობი ახალ მასალებს, ახალ ტექნოლოგიებსა და შესრულების ამა თუ იმ ტექნიკას, გაძლევს მუდმივად სწავლისა და განვითარების მოტივაციას.
დღესდღეისობით ციფრულ სამყაროში დასაქმება საუკეთესო არჩევანია. აქ ყოველი დღე მრავალფეროვანი და საინტერესოა. ჩემი რეკომენდაცია ციფრულ აკადემიას, ისინი მოგცემენ იმას, რაც სამომავლოდ დასაქმებაში და განვითარებაში ძალიან დაგეხმარებათ.