fbpx
დასაქმება

მარიამ ხეთაგურის ისტორია HR მენეჯმენტის კურსიდან “ქარექსპრესამდე”

თარიღი: 17 January, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ისტორიას, რომელმაც HR მენეჯმენტის კურსები გაიარა. მარიამ ხეთაგური დღეს HR მენეჯერია “ქარექსპრეს”- ში.

მე ვარ მარიამი, 26 წლის.  პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე. კარიერის ფორმირების პროცესში უამრავ სფეროსთან მომიწია შეხება. ადამიანური რესურსების მართვის სფერო ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, ამიტომ  ერთ-ერთ ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობისას გადავწყვიტე, ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შემესწავლა და მიღებული  ცოდნა პრაქტიკაში გადმომეტანა. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ, სოციალური ქსელებიდან შევიტყვე. დიდი ხნის განმავლობაში თვალს ვადევნებდი აკადემიის საქმიანობას. გავიარე რამდენიმე მასტერკლასი და საბოლოოდ დავრწმუნდი  ჩემს არჩევანში.  

HR მენეჯმენტის კურსი ქალბატონი ნინო ნოდიას მენტორობით გავიარე, რომელმაც რიგგარეშე კონსულტაციებით, მრავლისმომცველი ლექციებითა და სწორი მესიჯ-ბოქსით შეძლო, დაენახებინა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები. 

შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის ფონზე, უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი და გადავწყვიტე, ადმინისტრაციული პროცესების გამარტივების მიზნით ჩემი კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის HR სტრატეგიული მართვის გეგმის ფარგლებში შემეთავაზებინა HR პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა და შედეგად ახლა „ქარექსპრესსის“ – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორი კომპანიის HR მენეჯერი გახლავართ. 

აკადემიის პროფესიონალთა გუნდის წყალობით, წარმატებით შევძელი, მიღებული ცოდნის საკუთარ კომპანიაშივე რეალიზება, რამაც უდიდესი მოტივაცია მომცა სამომავლო განვითარებისთვის. ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია თავისი არსით არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც გარდა მაღალ დონეზე ორგანიზებული სასწავლო პლატფორმისა უამრავ სხვა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულებს. 

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს კი ვურჩევდი, არ გადადონ და აირჩიონ აკადემია! დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების და მუდმივად ეცადონ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. 

ის, რასაც ბევრი ბარიერად მიიჩნევს, სინამდვილეში ჩვენს დასახმარებლადაა შექმნილი და ხშირად იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კი ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას ნაკლები დრო დავუთმოთ ადმინისტრაციული პროცესების წარმოებას და ვფოკუსირდეთ მთავარზე – ადამიანზე!