fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

მარიამ გიორგაძის ისტორია: გრაფიკული დიზაინის კურსიდან გრაფიკულ დიზაინერობამდე

თარიღი: 22 October, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის მარიამ გიორგაძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ახლა კი ფრილანსერია.

მე ვარ  გრაფიკული დიზაინერი, რომელსაც უყვარს ვიზუალური ისტორიის მოყოლა დიზაინის საშუალებით. ყოველთვის  მაინტერესებდა ხელოვნება და  ტექნოლოგია. გრაფიკული დიზაინი კი უნიკალური გზაა – შერწყმა ამ მიმართებების.

ციფრულ სფეროში კარიერის შექმნა ყოველთვის ჩემი მიზანი  იყო. ბევრი კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ Academy of Digital Industries ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში ამ მიმართულებით. მეგობრის რეკომენდაციით დავრეგისტრირდი და იმაზე ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე ველოდი.

აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. კურსმა მომცა ძლიერი ტექნიკური საფუძველი (Adobe Photoshop, Adobe Illustrator), კრეატიული აზროვნების მეტად განვითარების საშუალება და ყველაზე მთავარი – კურსი მოიცავდა პრაქტიკულ პროექტებს. პრაქტიკული მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც პორტფოლიოს შექმნა – პრეზენტირებისთვის, ისე – გრაფიკული უნარების გაუმჯობესებისთვის.

ამჟამად ვმუშაობ freelance პროექტებზე, ვქმნი როგორც ლოგოებს, ისე – სოციალური მედიის ვიზუალურ კონტენტს, პოსტერებს და ა.შ.

აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში, პირველი პორტფოლიო სწორედ აქ შევქმენი პროფესიონალი მენტორის დახმარებით. 

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი შემდეგს: პირველ რიგში, იმუშავეთ საკუთარ პორტფოლიოზე, იმეცადინეთ პრაქტიკულად და იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Behance-სა და LinkedIn-ზე. რაც მთავარია, მუდმივად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოდერნისტულ ხელოვნებასა და ”ტრენდებს”, რადგან ციფრული ინდუსტრია ყოველთვის იცვლება.