fbpx

მარიამ დემეტრაშვილის ისტორია: როგორ გავხდი ტექნიკური დიზაინერი

თარიღი: 3 December, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, მარიამ დემეტრაშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ახლა კი დასაქმებულია სარეკლამო სააგენტო “ვესტა”-ში ტექნიკურ დიზაინერად.

მე ვარ მარიამ დემეტრაშვილი, 24 წლის. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია დაკავშირებული იქნებოდა ხელოვნებასთან, არჩევანი მხოლოდ ერთი სფეროს რამდენიმე მიმართულებაში მქონდა გასაკეთებელი. საბოლოოდ გადავწყვიტე ციფრული გრაფიკის შესწავლა. შესაბამისად, ჩემი მხრიდან ძალიან გააზრებული ნაბიჯი იყო ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოსვლა.

მოსვლის დღეს ჩემი უსაყვარლესი მენტორის, მიაკოს გაცნობისთანავე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან სწორ ადგილას აღმოვჩნდი ძალიან სწორ დროს. ფინალურ პროექტზე მუშაობისას არა უბრალოდ რაიმე ესთეტიკურის შექმნით ვიყავი დაკავებული, არამედ პირადი გამოცდილების გაზიარებითაც, რამაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

კურსის გავლიდან ძალიან მალევე დავიწყე სტაჟირებების ძიება, ვქმნიდი ილუსტრაციებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სოც. ქსელებისთვის. შემდეგ დავიწყე თანამშრომლობა სარეკლამო სააგენტო “ცნობადთან”, სადაც მომეცა შესაძლებლობა სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებისა, როგორიცაა სოც. მედია პოსტები, ილუსტრაციები, ბრენდინგი და ა.შ. ამჟამად დასაქმებული ვარ სარეკლამო სააგენტო “ვესტა”-ში, სადაც ვმუშაობ როგორც ტექნიკური დიზაინერი. 

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანებს, რომლებსაც ციფრულ სამყაროში დასაქმების სურვილი აქვთ, ვურჩევდი, იპოვონ სწორი განხრა. მანამდე დაესწრონ მასტერკლასებს, რომლის შესაძლებლობასაც ძალიან ხშირად იძლევა ციფრული ინდუსტრიის აკადემია. რაც მთავარია, მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, ამიტომ არასდროს შეწყვიტონ იმ სიახლეების ძიება და შესწავლა, რაც თან ახლავს ციფრულ პროფესიებს.