მარიამ ჩხაიძის ისტორია: აკადემიიდან ფრილანსერობამდე
თარიღი: 25 July, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის მარიამ ჩხაიძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ახლა კი მუშაობს ფრილანსერად.
მე ვარ მარიამ ჩხაიძე, 23 წლის. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გრაფიკის ხელოვნებაზე. ყოველთვის მიზიდავდა გრაფიკული დიზაინი. განსაკუთრებული ინტერესები მაქვს ილუსტრაციის, ბრენდინგისა და სარეკლამო დიზაინის მიმართულებით.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ გავიგე სოციალური ქსელებიდან. ძალიან დიდი ხანი ვეძებდი კურსს, სადაც მექნებოდა იმის საშუალება, რომ საკუთარი თავი განმევითარებინა, ამავდროულად ვეძებდი მეგობრულ გარემოს, რომელიც აკადემიას აქვს.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, ისე – პიროვნულ ზრდაზე. კურსის ფარგლებში არა მხოლოდ ტექნიკური უნარები დავხვეწე, როგორიცაა Adobe-ის პროგრამებში მუშაობა, ბრენდინგი და კომპოზიციის წესები, არამედ რეალურ პროექტებზე მუშაობის საშუალებაც მომეცა. განსაკუთრებით მომეწონა პრაქტიკული მიდგომა, რაც დამეხმარა დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვაში. ასევე კურსმა თავდაჯერებულობა შემმატა და მომცა სტიმული, რომ საკუთარი პორტფოლიო ჩამომეყალიბებინა და პირველი პროექტები მიმეღო.
ამჟამად ვარ ფრილანსერი, კურსის გავლის პერიოდში მივიღე ჩემი პირველი შეკვეთა — კვების ობიექტისთვის შევქმენი Dipstrip-ის პოსტერები. ამ პროექტმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა: ვისწავლე, როგორ უნდა ვიმუშაო დამკვეთთან ეფექტურად და როგორ გადმოვცე ჩემი კრეატიული იდეები ისე, რომ მათ სხვებიც დაინახავენ და დააფასებენ.
აკადემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში და დასაქმებაში. იქ არამარტო ტექნიკური უნარები ავითვისე, არამედ ვისწავლე, როგორ უნდა ვიფიქრო როგორც დიზაინერმა – როგორ ვმართო პროექტი თავიდან ბოლომდე, როგორ ვიმუშაო დამკვეთთან და როგორ ვაჩვენო ჩემი იდეები სხვებს. კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა პირდაპირ გამოვიყენე ჩემი პირველი შეკვეთის შესრულებისას, რაც საფუძველი გახდა ჩემი კარიერული გზის დასაწყებად.
ძალიან პროფესიონალი და მეგობრული ლექტორი მყავდა, რომელმაც პირველივე დღიდან კომფორტული, თბილი და მეგობრული გარემო შემიქმნა. ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ და მარტივად გასაგებ პასუხებს მცემდა და მეხმარებოდა ამ სფეროში განვითარებაში.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრულ სამყაროში კარიერის დაწყების მსურველებს ვურჩევ შემდეგს: პირველ რიგში, ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს – დაიწყეთ უკვე ახლა, თუნდაც პატარა პროექტებით. მეორე – მუდმივად განავითარეთ თქვენი უნარები, რადგან ეს სფერო სწრაფად იცვლება. და რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ კრეატიულად აზროვნებისა და საკუთარი იდეების გაზიარების. სწორედ ეს განსხვავებული ხედვა დაგეხმარებათ, რომ დამკვიდრდეთ კონკურენტულ ბაზარზე. ჩემი პირველი გამოცდილება დამეხმარა, დავინახო, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია დამკვეთთან და იდეების სწორად წარდგენა – ეს ისეთივე ღირებულია, როგორც ტექნიკური ცოდნა.