მარიამ ბენიძის ისტორია: სამშენებლო ფაკულტეტიდან ინტერიერის დიზაინერობამდე
თარიღი: 6 February, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, მარიამ ბენიძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა, ამჟამად კი მუშაობს სამშენებლო კომპანია “Faber Project”-ში ინტერიერის დიზაინერად.
მე ვარ მარიამი, 19 წლის. მეორე კურსის სტუდენტი სამშენებლო ფაკულტეტზე. დაინტერესებული ვარ ინტერიერის დიზაინით.
მინდოდა მეტი გამეგო ჩემი პროფესიის შესახებ. მეგობარმა მირჩია თქვენი აკადემია, ხოლო სოციალური ქსელების მეშვეობით გავეცანი თქვენ შესახებ უამრავ სტატიასა და სტუდენტების ნამუშევრებს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ორ თვიანი კურსი ინტერიერის დიზაინზე, რომელიც დამეხმარა საკუთარი ხედვების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა, რომ თეორიული ცოდნა გადამეტანა პრაქტიკაში, რაც ჩემი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია.
ამჟამად ვმუშაობ სამშენებლო კომპანია “Faber Project”-ში ინტერიერის დიზაინერად.
აკადემიის საშუალებით შევძელი 2 თვეში შემესწავლა ის პროგრამები, რომლებიც საშუალებას მომცემდნენ, რომ ჩემს პროფესიაში წარმატების მიღწევა მალევე დამეწყო. ყოველი ლექცია იყო ახლის მომცემი და საინტერესო. 2 თვიანი შრომის შედეგი როდესაც დავინახე ჩემი თავით ვამაყობდი, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერი იყო.
ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და პროფესიულ სფეროში წინსვლა, 100%-ით ვურჩევ ციფრული ინდუსტრიის აკადემიას. აქ პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც გაძლევენ შესაძლებლობას, გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.