fbpx

მარიამ ბაბუნაშვილი ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 4 August, 2020

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა მე ვარ მარიამ ბაბუნაშვილი, ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტი, პარალელურად ფრილანსით ვარ დაკავებული.

-რატომ ბრენდ დიზაინის კურსი?

ბრენდ დიზაინის კურსის გავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ილუსტრატორი და ფოტოშოპი უკვე რაღაც დონეზე ვიცოდი. მინდოდა ჩემი უნარები არა მარტო თვითგამოხატვის ფორმად, არამედ შემოსავლის წყაროდაც მექცია.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი…

პირველად ინტერესი Behance პლატფორმის აღმოჩენის შემდეგ გამიჩნდა, იქ ნანახი ნამუშევრები წლების განმავლობაში ინსპირაციით მამარაგებდნენ.

-შთაბეჭდილებები ბრენდ დიზაინის კურსთან დაკავშირებით..

ბრენდ დიზაინის კურსი ძალიან ინფორმატიული იყო. გამოგზავნილ მასალას ახლაც კი ვამუშავებ, კურსი კი თებერვალში გავიარე. წიგნებში, ვიდეოებში და ლექციების Pdf -ებში უამრავი მასალაა, რომელიც მეხმარება კურსის დამთავრების შემდეგაც მივიღო ახალი და ხარისხიანი ინფორმაცია.

-უნარი, რომელიც კურსის დახმარებით შევიძინე..

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ბრიფის შედგენა და ბრიფის მიხედვით მუშაობის სწავლა იყო.

-რატომ უნდა გაიარო ბრენდ დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მეგობრული გარემო, მოტივირებული ლექტორები და ხარისხიანი სწავლება.

-ლექტორი..

თაკო ჭაბუკიანი არის ორგანიზებული და მეგობრული. მან სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობებით უფრო საინტერესო გახადა კურსის მსვლელობის პროცესი.

-რჩევა დამწყებ ბრენდ დიზაინერებს…

თავიდან მეგონა, რომ მხოლოდ adobe-ს პროგრამების ცოდნა დამჭირდებოდა behance-ის პირველ გვერდზე მოსახვედრად, მაგრამ საბედნიეროდ აღმოვაჩინე, რომ ეს საქმე ბევრად უფრო  საინტერესო ყოფილა. ამიტომ ნუ დაუშვებთ ჩემს შეცდომას და მხოლოდ პროგრამების ათვისებაით ნუ დაკმაყოფილდებით.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო..

ძირითადად fons hickmann, hassan massoudy-კალიგრაფიული ნამუშევრები და კიდევ ბევრი სხვა…