fbpx
ქოფირაითინგის კურსი

ლიზა ალიაშვილის ისტორია: ქოფირათინგის კურსიდან კრეატიულ ქოფირაითერობამდე

თარიღი: 13 June, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ლიზა ალიაშვილის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ახლა კი კრეატიული ქოფირაითერია მარკეტინგულ სააგენტო “ლივინგსტონში”.

მე ვარ ლიზა, 20 წლის. ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებას და ვარ მესამე კურსზე. მიყვარს ბუნება, სიარული, კრეატიული ფიქრი და რაც მთავარია, ვარ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ყველაფერზე შეყვარებული ადამიანი.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლამდე აქტიურად ვადევნებდი თვალს მათ პოსტებს. მომწონს მათი მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროფესიონალიზმი. თვეებით ადრე ვიცოდი რომ, როცა დავაპირებდი ქოფირაითინგის სწავლას, სწორედ აქ უნდა მესწავლა. ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდა. აკადემიამ მომცა ჩემი სფეროსთვის საჭირო დამატებით უამრავი ცოდნა და პრაქტიკა.

ამჟამად ვარ კრეატიული ქოფირაითერი მარკეტინგულ სააგენტო “ლივინგსტონში”

დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ კარგად გააანალიზონ თვითონ რა ძლიერი მხარე აქვთ და რისი კეთება მოსწონთ. კარგად დაეუფლონ მას და უყვარდეთ საკუთარი საქმე. კრეატიული სფეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია განწყობა. ყველაფერს მიუდგნენ დადებითად და ლაღად და Just do it, რადგან ყველაფერი გამოვა.