ლიანა გასანოვის ისტორია: როგორ ვიპოვე ჩემი სფერო
თარიღი: 17 January, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ლიანა გასანოვის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები გაიარა, ახლა კი სხვადასხვა სფეროს ბიზნესებთან თანამშრომლობს.
მე ვარ ლიანა გასანოვი. ვარ 28 წლის, მყავს ორი შვილი, დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირება. აქამდე ვმუშაობდი მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში. უკვე დიდი ხანია, მიზიდავს მარკეტინგი და გაყიდვები. ძალიან მინდოდა, ამ სფეროში მესწავლა და შევარჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია. ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი საყვარელი პროფესია ვიპოვე და ლექციების პარალელურად დავიწყე მუშაობაც.
როდესაც დავიწყე ძიება, რამდენიმე აკადემიას შევეხმიანე და მხოლოდ თქვენგან მივიღე ის უკუკავშირი, რასაც ველოდებოდი – დეტალურად ამიხსნეს ყველაფერი.
აკადემიაში სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები გავიარე.
ამ ეტაპზე ვთანამშრომლობ სხვადასხვა სფეროს ბიზნესებთან, როგორებიცაა სილამაზის სალონი, ტანსაცმლის მაღაზია და სათამაშოები.
აკადემიაში სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც მინდა მუშაობა. აკადემიაში გავხდი ბევრად უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად გაიარონ კურსები და არაფრის შეეშინდეთ. არ არის აუცილებელი ტექნოლოგიებთან იყო ახლოს. მთავარია მონდომება და მოტივაცია და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა! ასევე მნიშვნელოვანია გარისკვა და პრაქტიკა.