Academy logo
Academy logo
KPI-ები ციფრულ მარკეტინგში: რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?

KPI-ები ციფრულ მარკეტინგში: რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?

06 ივლ. 2026

KPI (Key Performance Indicator), ანუ შესრულების ძირითადი ინდიკატორი, არის გაზომვადი მაჩვენებელი, რომელიც კომპანიას მარკეტინგული მიზნების მიღწევის პროგრესს უჩვენებს. 

ციფრულ მარკეტინგში მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან KPI-ების გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება სარეკლამო ბიუჯეტი. 

სწორად ეს ინდიკატორები ეხმარება ბიზნესს მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები და მუდმივად გააუმჯობესოს შედეგები.


რა არის KPI და რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრულ მარკეტინგში?


ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით არის ის, რომ აქ თითქმის ყველაფრის გაზომვაა შესაძლებელი. 

ინდიკატორების მონიტორინგი აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ინვესტიციის სარგებლის (ROI) კონტროლი: თქვენ ზუსტად იცით, ყოველი დახარჯული 1 ლარიდან რამდენი ბრუნდება უკან მოგების სახით.

  • სტრატეგიის ოპტიმიზაცია: თუ ხედავთ, რომ კონკრეტული კამპანია ვერ აღწევს დასახულ ნიშნულს, შეგიძლიათ რეალურ დროში შეცვალოთ ტაქტიკა.

  • გუნდის ეფექტურობა: KPI-ები მკაფიო მიზნებს უსახავს მარკეტინგის გუნდს, რაც ზრდის პასუხისმგებლობასა და მოტივაციას.


როგორ განვსაზღვროთ სწორი KPI?


ყველა ციფრული მაჩვენებელი არ არის KPI.  მაგალითად, "ლაიქების" რაოდენობა შესაძლოა სასიამოვნო სანახავი იყოს, მაგრამ თუ ის გაყიდვებზე არ აისახება, ბიზნესისთვის ნაკლებად ფასეულია. 

სწორი KPI-ების შესარჩევად უნდა გამოიყენოთ SMART მოდელი:

  • S (Specific) - კონკრეტული: მიზანი უნდა იყოს მკაფიო. ნაცვლად "ტრაფიკის გაზრდისა", მიზანი უნდა იყოს "საიტზე ვიზიტორების 20%-ით გაზრდა".

  • M (Measurable) - გაზომვადი: უნდა არსებობდეს ინსტრუმენტი, რომლითაც ამ ციფრს გაზომავთ.

  • A (Achievable) - მიღწევადი: რეალისტურად შეაფასეთ თქვენი რესურსები - 1 თვეში გაყიდვების 500%-ით გაზრდა ხშირად შეუძლებელია.

  • R (Relevant) - რელევანტური: ინდიკატორი უნდა შეესაბამებოდეს ბიზნესის მთავარ მიზანს (მაგ. თუ მიზანი ბრენდის ცნობადობაა, KPI უნდა იყოს Reach და არა პირდაპირი კონვერსია).

  • T (Time-bound) - დროში შეზღუდული: განსაზღვრეთ ზუსტი ვადა, მაგალითად: "მიზანს უნდა მივაღწიოთ მიმდინარე კვარტლის ბოლომდე".


ციფრული მარკეტინგის ძირითადი KPI-ები


მარკეტინგული კამპანიის მიზნებიდან გამომდინარე, KPI-ები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:


1. გაყიდვებისა და კონვერსიის მაჩვენებლები

  • Conversion Rate (CR) - კონვერსიის კოეფიციენტი: იმ ვიზიტორების პროცენტული წილი, რომლებმაც შეასრულეს სასურველი მოქმედება (მაგ. იყიდეს ნივთი, დარეგისტრირდნენ კურსზე).

  • Cost Per Acquisition (CPA) / Cost Per Lead (CPL): რამდენი დაუჯდა ბიზნესს ერთი ახალი მომხმარებლის ან პოტენციური კლიენტის (Lead) მოზიდვა.

  • ROAS (Return on Ad Spend): სარეკლამო ბიუჯეტის ამონაგები. თუ რეკლამაში დახარჯეთ 100₾ და მიიღეთ 500₾ შემოსავალი, თქვენი ROAS არის 5:1 (ანუ 500%).

2. ვებგვერდის ტრაფიკი და ჩართულობა

  • Traffic Sources: საიდან მოდიან მომხმარებლები (საძიებო სისტემებიდან, სოციალური ქსელებიდან თუ პირდაპირი ლინკით).

  • Bounce Rate: იმ მომხმარებლების პროცენტი, რომლებიც შევიდნენ საიტზე და ისე დატოვეს ის, რომ არცერთ სხვა გვერდზე არ გადასულან.

  • Average Session Duration: დროის საშუალო ხანგრძლივობა, რომელსაც ვიზიტორი თქვენს საიტზე ატარებს.

3. სოციალური მედიის მეტრიკები

  • Reach & Impressions: რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა თქვენი რეკლამა.

  • Engagement Rate (ER): აუდიტორიის ჩართულობა (ლაიქები, კომენტარები, გაზიარებები, შენახვები) წვდომასთან მიმართებაში.


ყველაზე გავრცელებული შეცდომები KPI-ების შეფასებისას


მარკეტერები ხშირად უშვებენ შეცდომებს მონაცემების ინტერპრეტაციისას, რაც არასწორ სტრატეგიამდე მიდის. ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:

  • "Vanity Metrics"-ზე ფოკუსირება: ფეიჯის ლაიქები და გამომწერების საერთო რაოდენობა კარგად გამოიყურება, თუმცა ისინი ავტომატურად არ ნიშნავს გაყიდვებს. ბიზნესისთვის მთავარი ფინანსური და კონვერსიული KPI-ებია.

  • ზედმეტი KPI-ების არჩევა: როდესაც გუნდი ცდილობს ერთდროულად 20 სხვადასხვა ინდიკატორს სდიოს, ყურადღება იფანტება. ფოკუსირდით 3-5 მთავარ მაჩვენებელზე.

  • კონტექსტის იგნორირება: მაგალითად, თუ საიტზე ტრაფიკი მკვეთრად გაიზარდა (რაც კარგია), მაგრამ კონვერსია დაეცა, ეს ნიშნავს, რომ რეკლამით არასწორი, არამიზნობრივი აუდიტორია მოიზიდეთ.


რომელი ინსტრუმენტებით იზომება KPI-ები ციფრულ მარკეტინგში?


KPI-ების ეფექტურად მონიტორინგისთვის თანამედროვე მარკეტერები სხვადასხვა ანალიტიკურ პლატფორმებს იყენებენ:

  • Google Analytics 4 (GA4): ვებგვერდის ტრაფიკის, მომხმარებელთა ქცევის, კონვერსიებისა და ელექტრონული კომერციის მონაცემების გასაანალიზებელი უალტერნატივო ინსტრუმენტი.

  • Meta Ads Manager: Facebook და Instagram კამპანიების ROAS-ის, წვდომის, კლიკების (CTR) და დახარჯული ბიუჯეტის კონტროლისთვის.

  • Google Search Console: SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის) KPI-ების, ორგანული კლიკებისა და იმ საკვანძო სიტყვების მონიტორინგისთვის, რომლითაც მომხმარებლები თქვენს საიტს პოულობენ.

  • Google Looker Studio (ყოფილი Data Studio): სხვადასხვა არხებიდან წამოღებული მონაცემების ერთ, ვიზუალურად მარტივ და დინამიკურ რეპორტინგის პანელში (Dashboard) გასაერთიანებლად.


გსურთ დაეუფლოთ მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგს და ისწავლოთ წამყვანი ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება? ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსზე თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად დასახოთ, გაზომოთ და მართოთ ნებისმიერი მასშტაბის კამპანია.