header-logo
header-logo

ხელოვნური ინტელექტი PHOTOSHOP-ში დამუშავებული სურათების იდენტიფიცირებას მოახდენს

17 ივნ. 2019

Adobe- ს და UC Berkley -ს მკვლევართა გუნდმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა ალგორითმი, რომელიც Photoshop-ში დამუშავებულ სურათების იდენტიფიცირებას მოახდენს. ამ პროცესის მიზანია სოციალურ მედიაში ქონთენთის მიმართ ნდობის დაბრუნება, რადგან უფრო და უფრო ძნელი ხდება რეალური ფოტოს გარჩევა დამუშავებულისგან.

Adobe-ს გუნდმა შეიმუშავა CNN (convolutional neural network) , რისი დახმარებითაც ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა შეძლოს ფოტოსურათის ამოცნობა, რომელიც Photoshop- ში Face Away Liquify -ის ფუნქციით იქნება დამუშავებული. ამ ფუნქციით ადამიანის სახეში ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. CNN- ის დახმარებით 99 % -ის სიზუსტით არის შესაძლებელი დამუშავებული სურათის ამოცნობა. მას შეუძლია თავდაპირველი სახე დაუბრუნოს ფოტოს, რომ შესამჩნევი გახდეს დამუშავების შემდგომი განსხვავებები.

Adobe-ს მკვლევარი რიჩარდ სენგი ამბობს: ,,ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც უფრო და უფრო რთლი ხდება ციფრული ინფორმაციის და ქონთენთის ნდობა, რომელსაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ”.

ნამდვილად საამაყოა ის შესაძლებლობები, რაც Adobe-ს პროგრამებმა მისცა კრეატიულ ინდუსტრიას, თუმცა აუცილებელია უარყოფითი მხარეების გაბათილება, მაგალითად როგორიც ცრუ ქონთენთის შექმნაა.

Photoshop

დაგვიკავშირდი