header-logo
header-logo

ხატია ხელაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

12 თებ. 2026

მე ვარ ხატია, 22 წლის მხატვარი, ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი.    


დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი კომპიუტერულ და დაზგურ გრაფიკას. 


დიზაინი და ილუსტრაცია ჩემთვის წარმოადგენს ერთ-ერთ  ძირითად საშუალებას, რომლის მეშვეობითაც იდეებსა და ემოციებს ვიზუალურ ენად ვაქცევ. 


ციფრულ აკადემიაში გავლილმა გრაფიკული დიზაინის კურსმა მნიშვნელოვნად გამიღრმავა ცოდნა, დამეხმარა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და ვიზუალური ხედვის დახვეწაში.


რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?


ციფრული ინდუსტრიის აკადემია ავირჩიე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია გარემო, სადაც სწავლება პრაქტიკაზე, ხედვის გაზიარებასა და გამოცდილების მიღებაზეა ორიენტირებული. 


აკადემიაში დავინახე შესაძლებლობა, ჩემი ცოდნა მეტად გამეღრმავებინა და პროფესიონალი მენტორის დახმარებით მიმეღო როგორც ტექნიკური ცოდნა, ასევე განსხვავებული ხედვა და იდეები.


რომელი კურსი გაიარე და როგორია შენი შთაბეჭდილებები?


გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. 

სწავლების პროცესი იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, ხოლო მენტორი მუდმივად ცდილობდა, რომ ახსნილი მასალის მიხედვით მოეცა დავალებები, რამაც პრაქტიკული ცოდნა გაგვიღრმავა. 


ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ნასწავლი მასალით შემექმნა დამოუკიდებელი, ინდივიდუალური დიზაინები, რომლებზეც, შემდგომ ერთად ვსაუბრობდით და ვიმსჯელებდით სხვადასხვა ხედვებზე. 

კურსმა საშუალება მომცა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ტექნიკური მხარე, შემექმნა გამართული კომპოზიციები და ჩემი იდეები ვიზუალურად საინტერესო ფორმით წარმომედგინა.


როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?


ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობიდან მქონდა. 

ხატვა ყოველთვის იყო ჩემი თვითგამოხატვის მთავარი საშუალება, ამიტომ ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, ეს ინტერესი პროფესიულ გზად მექცია. 

უნივერსიტეტში ჩავაბარე იმ მიზნით, რომ უფრო სიღრმისეულად განმევითარებინა ჩემი შესაძლებლობები ხატვისა და დიზაინის მიმართულებით. 


მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინე?


მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე, არის დიზაინის შექმნა დამოუკიდებლად. 


გამოცდილებამ გამიმარტივა სტილისა და ტექსტის შესაბამისი ხასიათის მოძიება - თუ როგორ გამომეხატა ჩემი იდეები ესთეტიკურად და ეფექტურად. 


მენტორის უკუკავშირი და ჯგუფური განხილვები დამეხმარა სხვადასხვა ხედვების გათვალისწინებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.


მოგვიყევი ლექტორის შესახებ


ლექტორი იყო ქეთი შალუტაშვილი, პროფესიონალი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გამიზიარა, მაჩვენა სხვადასხვა გზა, როგორ შემეძლო კონკრეტული დიზაინი განსხვავებული ვერსიებით განმევითარებინა. 


მისმა სწავლებამ გამიღრმავა როგორც ტექნიკური, ისე კრეატიული აზროვნება. მუდმივად გვასწავლიდა სხვადასხვა ხერხებს, გვიზიარებდა ახალ იდეებს, ხედვებს, რამაც ფართო აზროვნების უნარი ჩამომიყალიბა.


რჩევა დამწყებ დიზაინერებს


მუდმივად გაეცანით სხვადასხვა დიზაინერების ნამუშევრებს, შეადარეთ და წარმოიდგინეთ რა ხელსაწყოების გამოყენება არის ყველაზე ეფექტური. 


დააკვირდით კომპოზიციას ფერებსა და ტიპოგრაფიას, ეს გაგიმარტივებთ სტილის უკეთ აღმოჩენაში. ააწყვეთ ბევრი ვერსია, სცადეთ ახალი ტექნიკები და შექმენით განსხვავებული დიზაინები. 


ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარი სტილი და ინტერესები უკეთ ჩამოაყალიბოთ. მიიღეთ რჩევები, შენიშვნები, რადგან თქვენი აზროვნების უნარი უფრო ფართოდ განვითარდეს


რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?


ზღვა ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან, მულტფილმის მთავარი გმირი ,,მოანა’’ კი ჩემთვის ყველაზე ნაზი და ლამაზი პერსონაჟია, იგი ზღვის სამყაროს ეკუთვნის და სათნო ემოციებს ბადებს ჩემში. 


ჩემი ზღვისადმი სიყვარულის შესაბამისად, მინდოდა გამეერთიანებინა ზღვის, ხმელეთისა და ჰაერის ერთობლიობა, განსხვავებული და თბილი სამყარო, სადაც მხოლოდ სილამაზე, სიყვარული და ზრუნვა არსებობს. 


დავხატე ზღაპრული სამყარო. გოგონა ჟღალი თმებით, რომელიც ეცნობა ზღვის სამყაროს და მასზე გიგანტური და მანათობელი ზღვის ბინადრები ზრუნავენ.



ხატიას ფინალური პროექტი:






დაგვიკავშირდი