ჩვენი სტუდენტის – ქეთა თევზაძის ნამუშევარი “Rabbit in the Space”
თარიღი: 16 January, 2024
ქეთა ჩვენი ერთ–ერთი წარმატებული სტუდენტია, რომელმაც 3D დიზაინის კურსის დახმარებით ყველა საჭირო პროგრამა შეისწავლა და 10 ვორქშოფში შექმნა „Rabbit in the Space”.
მე ვარ ქეთა თევზაძე, ბავშვობიდან მიტაცებს არტი. შემოქმედებითი ადამიანი ვარ. მელომანიც და ასევე ვხატავ.
სამყაროსა და ადამიანებში ვეძებ სიღრმეებს, ვიკვლევ პიროვნებებს და სიტუაციებს. მიყვარს როდესაც შემიძლია ახალი ფაზლის გახსნა საკუთარ გონებაში და ვფიქრობ, ყველა გამოცდილება ჩვენი საკუთარი ისტორიის ნაწილია.
ამ სფეროს მიმართ ინტერესი პირველად წლების წინ გამიჩნდა, როდესაც პირველი 3D გამოსახულების ფილმი ვნახე – ანიმაცია კინოში.
როდესაც სასწავლებელს ვეძებდი, საუკეთესო აკადემიებს შორის ერთ-ერთი უნდა ამერჩია. სხვათა შორის სახელმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე, რადგან ძალიან ლამაზად ჟღერს და კიდევ სხვა დადებითი ნიუანსები აქვს.
მე აკადემიაში გრაფიკული დიზაინისა და 3D ანიმაციის კურსი გავიარე. შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, მოკლედ ვიტყვი – ვაუ.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ კურსის გავლისას მოხდა იყოს ის, რომ 3D სამყაროში შევაბიჯე.
ჩემი ლექტორი იყო გიორგი ოქროპირიძე – უშუალო, თავისი საქმის პროფესიონალი და საინტერესო პიროვნება.
დამწყებ დიზაინერებს ერთ რჩევას მივცემდი – იყავი შენი თავი!
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო შინაგანი ბავშვი იყო. ინსპირაცია მან მომაწოდა.