fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

კახა ბაძგარაძის ისტორია: აკადემიიდან სამ ადგილას დასაქმებადმე

თარიღი: 1 August, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის კახა ბაძგარაძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ახლა კი დასაქმებულია სამ ადგილას: KAOS bar-ში, MORRA sandwichbar-ში და CMR bar-ში. 

გამარჯობა, მე ვარ კახა ბაძგარაძე 20 წლის და ცხოვრების ამ ეტაპზე ძირითადად ვმუშაობ და ვსწავლობ. მიყვარს ვიდეო-ფოტო გადაღება და მონტაჟი, ახლო მომავალში PUNK ბენდის შექმნასაც ვაპირებ. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვხვდი ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელმაც გამომიგზავნა თქვენი გვერდი. მეც მაშინვე გადავწყვიტე, რომ აქ უნდა გამეარა კურსი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზეც და პროფესიაზეც დიდი გავლენა მოახდინა. 

აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი ნინა სარიაშვილთან. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი თავი წარმომეჩინა გრაფიკულ დიზაინში და ჩემს  პროფესიაში დიდი წვლილი შეეტანა. ასევე ჩემი ფინალური დავალება, რომელიც ჩემს დისშვილს მივუძღვენი, ეგ წიგნიც დაიბეჭდა, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ჩემი დისშვილის თაროზე.

ამჟამად დასაქმებული ვარ KAOS bar-ში, MORRA sandwichbar-ში და CMR bar-ში. ეს ადგილებია სადაც ვმუშაობ და ვარ ვიდეოგრაფი/ედითორი და ასევე KAOS-ში ვაკეთებ ივენთის პოსტერებს.

აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში, რადგან მომცა სტიმული და მოტივაცია, რომ ჩემი თავი სხვებსაც დაენახათ და ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები გაეგო და ენახა ხალხს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ლექტორს ნინა სარიაშვილს, რადგან ყოველთვის მოტივაციას გვაძლევდა და სულ გვეუბნებოდა იმას, რომ თუ რაღაცის მიღწევა გვინდა, მთავარი მონდომება და დაჯერება იყო და ყველაფერი გამოვიდოდა. ჩემს შემთხვევაშიც ნელ-ნელა ყველაფერი ხდება და მიზნებთანაც უფრო და უფრო ახლოს მივდივარ. 

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ახლა დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეეშინდეთ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩემს შემთხვევაშიც ისე იყო, რომ ვაგზავნიდი სივებს, ვწერდი სხვადასხვა კომპანიებს და ერთხელაც გამოვიდა და დამთანხმდნენ. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ არასდროსაა გვიანი და ჯობია ცადო, ვიდრე იფიქრო იმაზე, რომ უარს მეტყვიან ან რაიმე მსგავსი. გადადგი ნაბიჯი, რადგან მოჰყვეს შესაბამისი შედეგები.