fbpx
ინტერიერის დიზაინი

როგორ მოვხვდი ინტერიერის დიზაინის კურსიდან „Medusa” – ში?

თარიღი: 13 May, 2021

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ კარიერულ ჭრილში საკუთარი თავი მაპოვნინა“

დღეს ელენე შონია მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ ელენე შონია. 20 წლის, ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

რაც თავი მახსოვს სულ სიახლის ძიებაში ვარ. ალბათ, როგორც ყველა ადამიანი განუწყვეტლივ ვცდილობ ახალი გამოცდილებები მივიღო ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი კარიერული მიმართულებით. ხან ერთს ვცდი, ხან მეორეს, ხან კი მესამეს, ეს „მოგზაურობა“ თავისთავად გულისხმობს საკუთარი თავის და იმ სფეროს პოვნას სადაც გინდა, რომ მთელი თუ არა, ნახევარი ცხოვრება მაინც გაატარო და ამისგან სიამოვნება მიიღო.

პანდემიის დაწყების დროს მივხვდი, რომ კიდევ ერთი ასეთი „სიახლის“ დრო დადგა და დავიწყე ფიქრი, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად, რა იყო ჩემთან ყველაზე ახლოს და რისი კეთება მსურდა სამომავლოდ. რატომღაც დავინტერესდი არქიტექტურული ძეგლებით, ნაგებობით. მოვიძიე მათ შესახებ უამრავი ინფორმაცია და სულ რამდენიმე ხანში აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან მიმზიდველი გახდა. დროთა განმავლობაში ექსტერიერით დაინტერესებულმა გავაანალიზე, რომ არა მხოლოდ ექსტერიერი, არამედ ინტერიერიც საკმაოდ მიზიდავდა. სწორედ ამ დროს, Facebook-მა თავისი საქმე გააკეთა და ამომიგდო ინტერიერის დიზაინის კურსის რეკლამა. ასე მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-კურსის შთაბეჭდილებები..

როგორც აღვნიშნე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი გავიარე. ხშირად, ამ სფეროში არც თუ ისე ჩახედულ ადამიანებს ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ხოლმე ინტერიერის დიზაინზე, არ იციან თუ რაოდენ კოლოსალურ შრომას მოითხოვს სწორად, კარგად და ამასთანავე ესთეტიკურად დაპროექტებული სივრცე. ლექციები თათა სვანაძემ წაგვიკითხა. ამ კურსის ყველა სტუდენტი დამეთანხმება, რომ თითქმის შეუძლებელია იმ რაოდენობის ინფორმაციის მიღება 8 ლექციაში, რაც თათამ მოგვაწოდა.

პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია მიახვედრო ადამიანს თუ მის მიერ შერჩეული პროფესია რა ტიპის შრომას მოითხოვს მისგან და რამდენ ენერგიას. მან ასევე მიგვახვედრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ინტერიერი არქიტექტურის განშტოებაა და არა ცალკე ამოგლეჯილი სფერო.

ინტერიერის დიზაინის კურსმა მომცა იმდენად ბევრი ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ, რომ გამიკვალა ჩემი კარიერული გზა, მომცა სწორი მიმართულება და თითქოს თავისით დამიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომწონდა ის ფაკულტეტი სადაც ვსწავლობდი, მივხვდი, რომ რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვიპოვე, რაშიც თავს ბევრად კარგად ვგრძნობდი, სწორედ ამიტომ, მეორეჯერ გამოვცადე აბიტურიენტობა საკუთარ თავზე და ამ ზაფხულს ხელმეორედ გავდივარ ეროვნულ გამოცდებზე. გეზი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტისკენ მიჭირავს. ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ კარიერულ ჭრილში საკუთარი თავი მაპოვნინა!

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

ინტერიერის დიზაინი

ამჟამად დასაქმებული ვარ სტუდია „ Medusa” – ში. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც „ Medusa” – ში მოვხვდი, თუმცა პროფესიონალ და საკმაოდ გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობამ უკვე დიდი გამოცდილება მომიტანა. რეალურ პროექტებთან შეხება, ობიექტებზე სიარული, დამკვეთებთან კომუნიკაცია და უბრალოდ ძალიან სასიამოვნო გარემო ჩემთვის ყოველდღიურობად იქცა. აკადემიისგან მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ კი, ჩემს დასაქმებაში დიდი როლი ითამაშა.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ინტერიერის დიზაინის კურსი მიმდინარეობისას ჩვენი ლექტორი – თათა, ხშირად აღნიშნავდა იმას, რომ ძალიან მცირე მონაკვეთში ილუზია იმისა, რომ კარგი პროფესიონალები დავდგებოდით არ უნდა გვქონდა და საკუთარ თავზე განუწყვეტელი მუშაობა მიგვიყვანდა იმ კონდიციამდე, რასაც ამა თუ იმ საქმეში „პროფესიონალობა“ ეწოდება. ამიტომ, მეც განვმეორდები და ყველა ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველს ვურჩევ, რომ საკუთარ თავზე მუშაობა არასდროს შეწყვიტონ