fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პოსტერები

თარიღი: 3 November, 2020

,,ეძღვნება ჰარუკი მურაკამის და მის იმ ნაწარმოებებს, რომლებიც წავიკითხე. თანაც ვიცი რომ ის თავად არჩევს ხოლმე თავისი წიგნებისთვის გარეკანს ხანდახან ეს შეიძლება ვინმე სტუდენტის ილუსტრაცია იყოს და არა რომელიმე კომპანიის შელამაზება.”

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებულმა საბა ქაფიანიძემ ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებების მიხედვით პოსტერები შექმნა.

საბა მოგიყვება გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ საბა ქაფიანიძე, მხატვარი, ამჟამად ვმუშაობ სოლოში კონსიერჟის ასისტენტის პოზიციაზე.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

მსურს რომ ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იყოს ჩემს პროფესიასთან და მოწოდებასთან.

ჰარუკი მურაკამი

-ინტერესი ამ სფეროსადმი…

ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი გაჩნდა ხატვიდან და ამ მიმართულებით საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობებიდან, ფრილანსერად მუშაობა, საკუთარი იდეების თუნდაც ჩემთვის განხორციელება ისე, როგორც მე წარმომიდგენია და მსურს გამოვხატო.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

უნარს რაც შეეხება, ბევრი შევიძინე. ყველა უნარი ფოტოშოპის და ილუსტრატორის გამოყენებას შეეხება, მაგრამ თითოეული ინსტრუმენტი და ფუნქცია ძალიან დამეხარება ჩემი ნამუშევრების შექმნაში.

ჰარუკი მურაკამი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მეგობარმა მირჩია, სილაბუსის გაცნობისასაც ნდობა გამიჩნდა, საიტიც მოწესრიგებულია და ამან განაპირობა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება.

-ლექტორი..

ნინი მუშკუდიანი, ძალიან პოზიტიური და დადებითი ხასიათის, ასევე თავისი საქმის მცოდნე, ასევე უშუალო და არა ზედმეტად ოფიციალური.

ჰარუკი მურაკამი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

არ იზარმაცოთ, ჩემსავით ნუ გექნებათ გაზვიადებული წარმოდგენა ფოტოშოპის ან ილუსტრატორის ფუნქციებზე.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ჩემი ფინალური ნამუშევარი, რომელზეც ალბათ კიდევ გავაგრძელებ მუშაობას, ეძღვნება ჰარუკი მურაკამის და მის იმ ნაწარმოებებს რომლებიც წავიკითხე. თანაც ვიცი რომ ის თავად არჩევს ხოლმე თავისი წიგნებისთვის გარეკანს ხანდახან ეს შეიძლება ვინმე სტუდენტის ილუსტრაცია/გაფორმება იყოს და არა რომელიმე კომპანიის შელამაზება. მე არ მგონია რომ ის ადგება და ჩემს ნამუშევრებს იყიდის ან გამოიყენებს, თუმცა მისი ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ახალისებს ჩემს შთაგონებას.

გრაფიკული დიზაინი