fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

გურანდა გიუაშვილის ისტორია: ბიზნესის ფაკულტეტიდან ფრილანსერობამდე

თარიღი: 21 March, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, გურანდა გიუაშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინისა და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები გაიარა, ამჟამად კი ფრილანსერია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. 

მე ვარ გურანდა გიუაშვილი, 38 წლის. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტი, ასევე – ევროპის უნივერსიტეტი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესიაში ვმოღვაწეობ, არასდროს შემიწყვიტავს ფიქრი და ინტერესი ინტერიერის დიზაინისადმი. მუდმივად ვადევნებდი თვალს სხვადასხვა პროექტებსა და სიახლეებს, ამიტომ გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მესწავლა.

ონლაინ პლატფორმების საშუალებით მოვიძიე ინფორმაცია და არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე იმიტომ, რომ სხვა აკადემიებთან შედარებით მეტი ცოდნის მიღებას მპირდებოდნენ, რაც ნამდვილად გამართლდა.

აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები, შევისწავლე Archicad, Photoshop და 3ds max. 

კურსმა მასწავლა სივრცის დაგეგმარება მაქსიმალურად ფუნქციურად, ავეჯისა და განათების გეგმარება. განათების, ფერების, ტექსტურებისა და მასალების მნიშვნელობა ინტერიერში. ეს ყველაფერი მასწავლეს რეალურ პროექტზე მუშაობის დროს, რამაც მომცა საშუალება, თეორიული ცოდნა  გადმომეტანა პრაქტიკაში.

ჩემი მენტორები იყვნენ ელენე ღვინეფაძე და დაჩი ხაზალია, რაშიც ძალიან გამიმართლა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  კითხვებზე პასუხების გაცემა, ყურადღება და  დახმარება, მითუმეტეს, როცა სრულიად უცხო პროგრამას სწავლობ დროული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მენტორებს. რომ არა მათი ყურადღებიანი დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, ალბათ კურს ბოლომდე ვერ მივიყვანდი. კურსის დასრულების შემდეგაც კი მზად არიან დახმარებისთვის და კითხვებზე პასუხისათვის.

ამჟამად ვარ ფრილანსერი. 

ინტერიერის დიზაინის სწავლის მსურველებს კი ვურჩევ ციფრული ინდუსტრიის აკადემიას იმიტომ, რომ აქ ნამდვილი პროფესიონალები არიან. კურსის გავლა არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნის გაზიარებას. აქ ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. თქვენ იგრძნობთ რომ მარტო არ ხართ.