fbpx
გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ – დეა გაგნიძე

თარიღი: 10 November, 2020

-მე ვარ..

გამარჯობა, მე დეა ვარ ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი და ციფრული მარკეტერი, რომელიც ცდილობს ამ სფეროში ყველა მხრივ განვითარდეს და უფრო და უფრო მეტი ისწავლოს. ამჟამად ფრილანსერი ვარ და ვმუშაობ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებთან.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მილიონობით საათი მაქვს გატარებული გრაფიკულ დიზაინერებთან, რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ იმის გადმოცემა და ვიზუალიზაცია, რასაც მე იდეის სახით ვაწვდი. ეს ჩემთვის ყოველთვის ერთგვარ ჯადოსნობას ჰგავდა, უფრო და უფრო მეტად ვაკვირდებოდი მათ მუშაობას და მერე ჩემთვის, რაღაცების სწავლაც დავიწყე. ცოტა ხანში მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა თუ უფრო მეტს ვისწავლიდი ამ სფეროზე და თავად შევძლებდი მსგავსი საინტერესო ნამუშევრების შექმნას.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ…

როდესაც ამ კურსზე დავრეგისტრირდი, მთელი გულით ველოდებოდი როდის დაიწყებოდა სალექციო კურსები და ალბათ პირველი ლექციისას ჩემზე ბედნიერი და აღტკინებული ძალიან ცოტა თუ იქნებოდა. მთელი გულით ველოდი, როდის ვისწავლიდი იმდენს, ჩემი იდეები გამეცოცხლებინა და აზრის გადმოცემა ვიზუალებზე უფრო უკეთ მესწავლა.

რამდენიმე ლექციის შემდეგ უკვე შემეძლო იმ ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი გახდა უფრო ფართოდ გამეშალა ფრთები ყველა იმ პროგრამაში, რომელიც სასურველი ვიზუალის აწყობაში მეხმარებოდა.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ყველაზე მნიშვნელოვანი, ისაა, რომ ვისწავლე როგორ გავაკეთო რაღაცები უფრო მარტივად. იყო დრო როდესაც ფოტოშოპში ან ილუსტრატორში მუშაობისას რაღაცების გასაკეთებლად საათები მჭირდებოდა, თუმცა ამ კურსის მერე აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე მე მეგონა.

ვფიქრობ, აკადემიური განათლება ყველაზე დიდი ბენეფიტია, თუ გსურს ამ საქმეს პროფესიონალურად მიუდგე.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მაშინ, როდესაც გრაფიკული დიზაინის კურსების გავლა გადავწყვიტე, ბევრს ვკითხე, სად იყო სწავლების ყველაზე მაღალი ხარისხი. ძალიან ბევრი მწერდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე. ბოლოს უფასო მასტერკლასს დავესწარი მიაკოსთან, რა დროსაც დავრწმუნდი, რომ სწორად ის იყო, ვინც შეძლებდა ჩემთვის იმ განათლების მოცემას, რომელსაც დიდხანს ვეძებდი.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი..

მიაკო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექტორია ვინც საერთოდ მყოლია. მხიარული, მეგობრული და რაც მთავარია, ეს იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად მზად იყო დაგხმარებოდა. ლექციებიც საკმაოდ საინტერესოდ მიჰყავდა და რაც ყოველთვის მიკვირდა, იყო ის რომ ერთი და იმავე რაღაცის ახსნა იმდენჯერ შეეძლო, რამდენიც გახდებოდა საჭირო, რომ თითოეულ სტუდენტს მაქსიმალურად აეთვისებინა ხელსაწყოები.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

ყველა დამწყებ დიზაინერს ვურჩევ, რომ არ გამოტოვონ არც ერთი ლექცია და შეასრულონ ყველა დავალება. უფრო მეტი ივარჯიშონ ხელსაწყოების გამოყენებაში. ათვალიერონ სხვადასხვა პლატფორმები მეტი ინსპირაციისთვის და კურსების დასრულების შემდეგაც არ მოდუნდნენ და აქტიურად მიჰყვნენ ყველა სიახლეს.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო…

ჩემს ფინალურ ნაშრომზე თითქმის პირველი ლექციიდან ვფიქრობდი. ბევრი ვარიანტი განვიხილე, ბევრი თემატიკა და ბოლოს ისევ იმ პრობლემატიკას დავუბრუნდი, რაც ახალგაზრდების უმეტესობას აწუხებს.

უამრავჯერ მსმენია, რომ თავს მუდმივად ცუდად გრძნობენ, უამრავი პრობლემაა მათ გარშემო, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, როდესაც  თავისუფლება ასე იზღუდება.

ჩემი ნაშრომის მთავარი მესიჯია, რომ ყოველთვის არსებობს გზა, შეცვალო ის, რაც შენს გარშემო ხდება და ის რომ, თუ მოგვინდება, ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრას მოვახერხებთ სწორი მიდგომებით.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ანას, რომელიც ჩემი იდეის ინსპირაციის წყარო გახდა, თითოეულ ვიზუალშიც მისი ფოტოები მაქვს გამოყენებული და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დამეხმარა იმაში, რომ ყველაფერს საბოლოო სახე მისცემოდა და მესიჯი უფრო ნათელი გამხდარიყო.

გრაფიკული დიზაინი

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე