fbpx

გრაფიკული დიზაინის კურსის სტუდენტის შალვა სუდაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 25 December, 2019

წარმოგიდგენთ ჩვენი გრაფიკული დიზაინის კურსის სტუდენტის ინგა გოგიჩაიშვილის ფინალურ პროექტსა და ინტერვიუს.

– როგორ შეაფასებდით ლექტორს?

მომწონდა ლექტორის ახსნის მეთოდი, გადმოცემა და პროფესიონალიზმი. მე, როგორც დამწყებ დიზაინერს, ამ კურსმა საშუალება მომცა სწრაფად და მარტივად ამეთვისებინა ყველა ის საჭირო ტექნიკა, რაც დამწყები გრაფიკული დიზაინერისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს.

– როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?

კურსის მსვლელობა, მუშაობის პროცესი იყო სასიამოვნო და შემოქმედებითი.


– როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?

კურსის დაწყებამდე მქონდა უამრავი იდეა შემექმნა სხვადასხვა გრაფიკული ნამუშევარი, მაგრამ საბაზისო ცოდნის გარეშე, ვერ მომყავდა სისრულეში. კურსი დამეხმარა ხედვის, მიმართულების ჩამოყალიბებაში და ახლა ვიცი გრაფიკულ დიზაინში რომელი განხრით მინდა დახვეწა და გაუმჯობესება. ახლა უკვე შესაძლებლობა მაქვს  ისეთი გრაფიკული გამოსახულებები შევქმნა, როგორიც საშუალო დონის გრაფიკულ დიზაინერს შეუძლია.

– რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?

ჩემი ფინალური ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო იყო, OldSchool მანქანების და ინტერიერის დიზაინის შერწყმა. მანქანის დიზაინის მიხედვით აგებული ინტერიერი და შესაბამისად შედგენილი ფერები, რომელთა შერწყმაც ატმოსფერულ და ესთეტიურ განწყობილებას ქმნის.