Academy logo
Academy logo
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული - თამარ ჩიკაშუა

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული - თამარ ჩიკაშუა

06 ოქტ. 2026

,,გრაფიკული დიზაინი გახდა ის პროფესია, რომლის მეშვეობითაც შემიძლია განვახორციელო ჩემი იდეები, შევქმნა განსხვავებული და საინტერსო ვიზუალი.”

გაიცანით, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული თამარ ჩიკაშუა. სანამ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სტუდენტი გახდებოდა, დაამთავრა სამხატვრო ფაკულტეტი, სადაც ხელოვნების მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. სწორედ, ვიზუალური ხელოვნებისადმი დიდი ინტერესის გამო, თამარმა სწავლა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განაგრძო. მისი მთავარი მიზანია, მუდამ განვითარდეს და საკუთარი ცოდნა, სტილი და დიზაინი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს. 

ამ ინტერვიუში, თამარი გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს, გამოცდილებასა და რჩევებს, რომლებიც მომავალ გრაფიკულ დიზაინერებს (და არა მარტო) გამოადგებათ.

თუ შენც გინდა გაიარო ეს გზა, აითვისო თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები, იდეა ვიზუალად აქციო და გახდე გრაფიკული დიზაინერი, დარეგისტრირდი კურსზე! 


- რომელი კურსი გაიარე ჩვენთან და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. კურსის განმავლობაში მუდამ ვიღებდით თეორიულ ცოდნას, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში ვიყენებდით. ვიმუშავე სხვადასხვა ტიპის დავალებაზე და ვისწავლე, როგორ მექცია იდეა ვიზუალად. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლადაც ბევრს ვმუშაობდი, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მაძლევდა. სწორედ, გრაფიკული დიზაინის კურსმა მომცა თავდაჯერებულობა, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელო პროფესიული განვითარება. ამისთვის მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას.

- გაიხსენე, როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
ბავშვობიდან ვხატავ და ყოველთვის მიზიდავდა ვიზუალური ხელოვნება, თუმცა, უშუალოდ, გრაფიკული დიზაინით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მომწონს იდეების ვიზუალად ქცევა. სწორედ
გრაფიკული დიზაინი გახდა ის პროფესია, რომლის მეშვეობითაც შემიძლია, ჩემს იდეებს სახე მივცე, შევქმნა განსხვავებული და საინტერსო ვიზუალი.



- რატომ აირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ჩემთვის მნიშნელოვანი იყო აღმომეჩინა ადგილი, სადაც გრაფიკულ დიზაინს საფუძვლიანად შევისწავლიდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ აკადემიაში კურსის განმავლობაში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული დავალებებით გავამყარებდით, სწორედ ეს კომბინაცია დამეხმარა ამერჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რადგან ვიცოდი, რომ აქ  უკეთ გავიცნობდი სფეროს და ვიმუშავებდი რეალურ პროექტებზე.


- როგორ შეაფასდებით თქვენს ლექტორს?

ჩემი ლექტორი იყო ქეთი შალუტაშვილი. გრაფიკული დიზაინი ბევრს საკმაოდ რთული პროფესია ჰგონია, თუმცა ლექტორი თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს გასაგებად ხსნიდა და სწავლის პროცესიც ბევრად უფრო მარტივი და საინტერესო იყო. მისი გადმოცემის უნარი და დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო.


- რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ჩემი ფინალური ნამუშევრის შექმნისას შთაგონების წყარო ბერძნული მითოლოგია და ძველი საბერძნეთის არქიტექტურა გახდა. ლოგოს შექმნისას გამოვიყენე იონური ორდერი. მისი დამახასიათებელი ფორმები გადავიტანე ვიზუალურ კონცეფციაში, ხოლო სახელი “მელისა” დაკავშირებულია ბერძნულ მითოლოგიასთან. იგი იყო ნიმფა, რომელმაც კაცობრიობას გაუზიარა ღვთაებრივი მეფუტკრეობის ხელოვნება. მსურდა, სახელისა და ვიზუალური იდენტობის საშუალებით ერთმანეთთან დამეკავშირებინა ანტიკური არქიტექტურა, მითოლოგია და თანამედროვე დიზაინი.


- რა იქნება ის, რასაც დამწყებ გრაფიკულ დიზაინერებს ურჩევდი?
ჩემი რჩევა იქნება, რომ გაბედონ. არ შეეშინდეთ ახალი იდეების და ექსპერიმენტების. დაიწყეთ, სცადეთ და შექმენით, მთავარია გქონდეთ ამის სურვილი.