გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული ლელა ფიფია
თარიღი: 18 August, 2020
-ჩემ შესახებ…
გამარჯობა! მე ვარ ლელა ფიფია, პროფესიით მარკეტოლოგი. ამჟამად ვარ გრაფიკული დიზაინის სტუდენტი ჰელსინკის დიზაინის სკოლაში.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
გრაფიკული დიზაინი იძლევა უნიკალურ საშუალებას, იმისათის, რომ მოვახდინოთ პროდუქტისა თუ სერვისის სწორი და ხარისხიანი პოზიციონირება მომხმარებელში. მუშაობის პროცესში არა ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ვიზუალური კომუნიკაცია ბევრად სწრაფად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს, ვიდრე ვერბალური.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი…
ინტერესი გამოწვეული იყო იმ ძალიან კარგი და თანამედროვე გრაფიკული ნამუშევრებით, რომლებსაც ყოველდღე ვაწყდებოდი და ვაწყდები ჩემს ირგვლივ. მეც მინდოდა მქონოდა მსგავსი ნამუშევრების შექმნის უნარი, თუმცა ყოველთვის სხვა რამით ვიყავი დაკავებული (უნივერსიტეტი, სამსახური, პროექტები…) და არ მქონდა თავისუფალი დრო იმისათვის, რომ საკუთარი თავი გამომეცადა ამ სფეროში. კარანტინმა და აკადემიამ ამის შესაძლებლობა მომცეს.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით..
ონლაინ კურსების ძებნის დროს სრულიად შემთხვევით, გუგლის საძიებო სისტემაში ვიპოვე ციფრული ინდუსტრიის აკადემია. გადავხედე კურსებს, ვუყურე საიმიჯო რეკლამებს და ბევრი ფიქრის გარეშე მივწერე აკადემიას. ძალიან სწრაფად დამიკავშირდნენ და გამაცნეს პირობები.
როდესაც კურსის აღწერა წავიკითხე, ყურადღება მიიპყრო იმ შედეგმა, რაც უდნა მქონოდა 12 გაკვეთილის გავლის შემდეგ. ვიფიქრე, ეს კურსი სავარაუდოდ ისეთ სტუდენტებზე იყო გათვლილი, რომლებსაც რაღაც დონეზე მაინც ჰქონდათ განათლება ამ სფეროში, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. კურსი აბსოლუტურად მორგებულია დამწყებ დიზაინერებზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…
გრაფიკული დიზაინის კურსმა შემძინა იდეის ვიზუალურად გადმოცემის უნარი.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
აკადემიაში გრაფიკული დიზაინის გარდა, ასევე გავიარე რამდენიმე სხვა კურსიც და შემიძლია ვთქვა, რომ შემოთავაზებული კურსები შესაბამისობაშია ბაზრის მოთხოვნასთან და მორგებულია თანამედროვე განათლებაზე.
-ლექტორი..
ჩემი ლექტორი იყო მიაკო ნადირაძე. საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ინფორმაციის გადმოცემის ფორმა. მიაკო ყოველთვის ამომწურავად ხსნიდა თითოეულ დეტალს. სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ყველა სტუდენტმა გაიგო მასალა, იქამდე არ გადადიოდა ახალ თემაზე. თითოეული სტუდენტის დავალებას დეტალურად განიხილავდა ყოველ ლექციაზე. ჩვენდამი მისი თანასწორი, მეგობრული და სამართლიანი დამოკიდებულება მე პირადად ძალიან მიზრდიდა მოტივაციას.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი რჩევაა, რომ ირწმუნონ საკუთარი თავის და შესაძებლობების, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება.
-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?
მსგავს ნამუშევრებს წავაწყდი რამდენიმე დიზაინერის მასტერკლასზე და YouTube არხზე. მინდოდა ისეთი ნამუშევრები შემექნა სადაც წარმოვაჩნდი, როგორც კრეატიულ, ასევე ტექნიკურ მხარეს, იქნებოდა მარტივად აღსაქმელი და ლამაზი.