გრაფიკული დიზაინის კონკურსის გამარჯვებულები
თარიღი: 30 May, 2024
გრაფიკული დიზაინის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა აეწყოთ ფოტო კომპოზიცია, რომელშიც გამოიყენებდნენ საქართველოსა და საქართველოს მთავარი მოკავშირის – ევროკავშირის ფერებს: წითელს, თეთრს, ლურჯსა და ყვითელს. პირველი ადგილის მფლობელი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსს 100%, მეორე – 50%, მესამე კი 30%-იანი დაფინანსებით გაივლის.
გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს: