fbpx
დღეს ნინო თათარაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ, მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსები გაიარა.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული – ნინო თათარაშვილი

თარიღი: 20 April, 2021

,,როდესაც დავიწყე ჩემთვის ფაქტობრივად ახალი პროფესიის შესწავლა ცოტათი მეშინოდა, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ გადავწყვიტე დამატებით გამეარა ბრენდ დიზაინის კურსი, ვთვლი რომ ძალიან საჭირო კურსია.”

დღეს ნინო თათარაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ, მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსი გაიარა.

-მე ვარ..

­­მე ვარ ნინო თათარაშვილი, მხატვარი, სცენოგრაფი.დამთავრებული მაქვს ი.ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი, მოდელირების ფაკულტეტი და შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სცენოგრაფიის ფაკულტეტი.

სპექტაკლებისთვის ვაკეთებ სცენისა და კოსტიუმების დიზაინს, ვმუშაობ მიწვევით სხვადასხვა რეჟისორებთან, მიმუშავია თბილისის თითქმის ყველა თეატრში, მათ შორის რუსთაველის თეატრშიც.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

ასევე რეგიონალურ თეატრებშიც ვარ მოყვარული ფოტოგრაფი. მაქვს ჩემი აქსესუარების ხაზი სახელად ’’TIPCHIK“, პატარა თიხის ფიგურები, ფერადი პერსონაჟები, რომელთა ტიპაჟებსაც ვქმნი ჩემს გარშემო არსებული ადამიანების შთაგონებით. ჩემი სლოგანია ,,არსებობენ ადამიანები და ადამიანები TIPCHIK-ები’’, ჩემს სამყაროში ასეა.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

როგორც ზემოთ ვთქვი მაქვს ჩემი აქსესუარების ხაზი სახელად TIPCHIK, რომელიც აქამდე მხოლოდ თიხის ფიგურებით, ბროშებით და მაგნიტებით შემოიფარგლებოდა. ჩავთვალე, რომ ეს არ იყო საკმარისი და ჩემი პერსონაჟები უფრო მრავალფეროვანნი ანუ მრავალფუნქციურნი უნდა გამხდარიყვნენ. ამისთვის კი საჭირო იყო მათი ვექტორულ ფორმატში გადაყვანა, მინდოდა მათ სიცოცხლე სხვა ნივთებზეც გაეგრძელებინათ.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..

თანამედროვე სამყაროში აუცილებელია რამოდენიმე პროგრამა მაინც იცოდე, ვთვლი რომ ეს უფრო მეტ საშუალებას გაძლევს გამოხატო საკუთარი თავი, გახადო შენი შემოქმედება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ?

როდესაც დავიწყე ჩემთვის ფაქტობრივად ახალი პროფესიის შესწავლა ცოტათი მეშინოდა, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ გადავწყვიტე გამეარა დამატებით ბრენდ დიზაინის კურსი, ვთვლი, რომ ძალიან საჭირო კურსია.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

უნარი ეს იყო ფოტოშოფისა და ილუსტრატორის საკმაოდ კარგ დონეზე სწავლა. დისციპლინა, რომელიც ამ საქმეს აუცილებლად სჭირდება.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

იმიტომ, რომ ვიცოდი თქვენი სტუდენტების შედეგები, ჩავთვალე რომ ძლიერი გუნდი გყავთ და თქვენთან მივიღებდი ჩემთვის  საჭირო ცოდნას მაღალ დონეზე.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-ლექტორი..

გრაფიკული დიზაინი: ნინი მუშკუდიანი, ბრენდ დიზაინი: თაკო ჭაბუკიანი. მადლობა მათ ასეთი კომფორტისთვის, პროფესიონალიზმისთვის და გემოვნებისთვის, ვთვლი რომ ორივეში ძალიან გამიმართლა.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

მთავარი რჩევა იქნება ის, რომ ყურადღებით მოუსმინონ თითოეულ ლექციას, თუ ერთი რგოლი გამოტოვეს გაუჭირდებათ შემდეგი ლექციების გაგება. ეს იგივეა ფილმის შუა ნაწილს რომ არ უყურო, რა თქმა უნდა, თუ საპნის ოპერა არ არის, სადაც ყველაფერი ძალიან მარტივია.

გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო თათარაშვილი

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალურ პროექტად ავიღე თემა TIPCHIK, რისთვისაც ვექტორულ ფორმატში გადავიყვანე ჩემი პერსონაჟები და ახალი სიცოცხლე მივეცი ჩემს ხაზსს.