ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ვაშინგტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით Google-ი პროგრამაზე მუშაობს, რომლის დახმარებითაც 3D ანიმაციის შექმნას, როგორც დამწყები ისე გამოცდილი დიზაინერები მარტივად შეძლებენ.
პროცესი ასე გამოიყურება, თავდაპირველად ხატავთ მონახაზს “Draw” ღილაკით, შემდეგ “Inflate” ღილაკზე დაჭერისას პროგრამა ბრტყელ ნახაზს გლუვ 3D გამოსახულებად გადააქცევს, ბოლოს კი “Animate” ღილაკის დახმარებით გამოსახულების ამოძრავებას შეძლებთ. ამ ეტაპზე შექმნილია მხოლოდ Demo ვერსია.