fbpx
გიორგი ქუცა რუხაძე

გიორგი ქუცა რუხაძის სქრინშოტი

თარიღი: 1 June, 2020

მცირე, რამ ჩემ შესახებ..

მე ვარ გიორგი ქუცა რუხაძე, სააგენტო HOLMES&WATSON-ის სინიორ ქოფირაითერი. დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი ტელე-კინო განხრით. ვხატავ ძალიან პატარა ასაკიდან. ვმუშაობ 17 წლიდან. ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ ემპათიის, იუმორის და გემოვნების შეგრძნებას. ვთვლი, რომ ცხოვრებაში აუცილებელია ლოგიკური აზროვნების უნარი.

ჩვევა წერის დროს…

წერის დროს აუცილებლად ვუსმენ მუსიკას.

ჩემი წერის სტილი..

სტილი გამომდინარეობს იდეის, ამბის ხასიათიდან. შესაბამისად ის ცვალებადია.

ქოფირაითერი უნდა იყოს…

ცნობისმოყვარე, დაკვირვებული და დამოუკიდებელი.

ინსპირაცია..

ყველაფერი რასაც ვხედავ, რაც მესმის, რასაც ვგრძნობ.

კარგი ტექსტის შესაქმნელად აუცილებელია..

მარტივად, კარგი იდეა.

მკითხველის დაინტერესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია…

ზუსტად იცოდე ვინ არის მკითხველი.

შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვას ქოფირაითერმა…

ქოფირაითერმა (და არა მხოლოდ) არ უნდა დაუშვას იგივე შეცდომა.

სიტყვა, რომელსაც წერის დროს არასდროს ვიყენებ…

კონკრეტული სიტყვა არ არსებობს, თუმცა ვერიდები სიტყვებს, რომლებიც არაფერს ამბობენ.

სიტყვა, რომლის გამოყენებაც ყველაზე მეტად მიყვარს..

„რომელიც“, რადგან ამ სიტყვას ყოველთვის მეტი კონკრეტიკა მოსდევს.

პირველი წინადადება უნდა იყოს/დასასრული უნდა იყოს…

პირველი წინადადება უნდა იყოს აუცილებლად ინტერესის აღმძვრელი, ხოლო დასასრული, ისეთი, რომელიც იდეალურად შეკრავს აქამდე გაჟღერებულ აზრებს.

მიეცით სამი რჩევა დამწყებ ქოფირაითერებს…

მუშაობისას გააჟღერონ ნებისმიერი იდეა;

არ ჩაიციკლონ პირველივე იდეაზე;

ბოლომდე და ყველასთან დაიცვან იდეა, რომელიც შეიყვარეს.