გიორგი ლიქოკელის ფინალური ნამუშევარი
თარიღი: 27 June, 2019
როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?
ნინი კომუნიკაბელური, ენერგიული, წარმატებული და პრაქტიკოსი ლექტორია. იგი მზადაა დაუფარავად გაუზიაროს სტუდენტებს რეალური ისტორიები პირადი და საქმიანი გამოცდილებიდან; მისცეს მათ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ დაამყარონ დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია და როგორ მართონ კლიენტთან ურთიერთობები. და რაც ყველაზე მთავარია, ლექტორთან მეგობრობა კურსის დასრულებით არ მთავრდება. მას აქვს მზაობა მუდმივად დაეხმაროს საკუთარ სტუდენტებს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ სარგებლობს დიდი პოპულარობით მსმენელებში!
როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?
რეალური ქეისების განხილვა, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი კურსს კიდევ უფრო მიმზიდველსა და სასარგებლოს ხდის.
როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?
მართალია, დიზაინერი არ გახლავართ, ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო პიარი და ციფრული მედიაა, თუმცა ვფიქრობ, კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ადამიანი მრავალმხრივი ცოდნითა და უნარებით უნდა გამოირჩეოდეს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. მით უმეტეს, დღეს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და სამყაროში ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება. ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ დროს. ვიზუალური კომუნიკაციის მთავარი ხიბლი კი, დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად გადმოცემაა. გრაფიკული დიზაინის კუთხით გარკვეული ცოდნა მანამდეც მქონდა მიღებული, თუმცა მჭირდებოდა გაღრმავება და თანამედროვე ტენდენციების/ტრენდული სტილების გაცნობა.
რა იყო თქვენი საფინალო ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?
მე მოვამზადე რამდენიმე ბანერი, ასევე #სებ – ის საიუბილეო ჩარჩოები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ეს გახდა ჩემთვის ერთგვარი ინსპირაციის წყარო.